საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული. ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 17 იანვარი 2026, 13:20

გერმანიის ე.წ. ელჩის, პეტერ ფიშერის საიდუმლო შეხვედრა ნაცრადიკალებთან და საქართველოში ირანული სცენარის გადმოღება ძალადობის წაქეზებით, ჩაფლავდება; ექსტრემიზმს აღკვეთენ ქართველი ოფიცრები. სულ ტყუილად დაიხარჯება რესურსები მარგინალი უსამშობლოების წვრთნაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული და შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკატიის მორიგ ავაზაკურ შემოტევას. მისი თქმით, ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს.

„გერმანიის ე.წ. ელჩის, პეტერ ფიშერის საიდუმლო შეხვედრა ნაცრადიკალებთან და საქართველოში ირანული სცენარის გადმოღება ძალადობის წაქეზებით, ჩაფლავდება; ექსტრემიზმს აღკვეთენ ქართველი ოფიცრები. სულ ტყუილად დაიხარჯება რესურსები მარგინალი უსამშობლოების წვრთნაში. საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული და შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკატიის მორიგ ავაზაკურ შემოტევას. ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს!

ცნობილი ხდება, რომ 15 იანვარს, გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა. მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი.

არსებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა და მათ განუმარტა, რომ მსხვერპლის არსებობა გამოიწვევს მასობრივ და რადიკალურ პროტესტს, მაგალითად კი ირანში არსებული ვითარება მოიყვანა.

უფრო კონკრეტულად, გერმანიის ელჩი აქტივისტებს უხსნიდა, რომ „დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც, აუცილებელია, რომ როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივი რადიკალურ პროტესტში - ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში“.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ფიშერმა, დამსწრე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონტაქტი ექნება ლუკა მიშველაძესთან და სწორედ მას გააცნობს დაფინანსების დეტალებს.

აღსანიშნავია, რომ ლუკა მიშველაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრია. მის სოციალურ ქსელში ვხვდებით ელჩ ფიშერთან და რადიკალ აქტივისტ ანნი ფრიდონაშვილთან ერთად, გერმანიის გაერთიანების დღის საზეიმო მიღებაზე გადაღებულ ფოტოებსაც“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი