ყალბი რეპორტაჟი ნაცრადიკალებზე Fox News-იდან; ავტორი, ტრამპმოძულე კრის მასარო, თავხედურად იტყუება, რომ თურმე აქ ზემასობრივი პროტესტებია და ირანიდან შთაგონებულია - წყაროებად ნაყარნუყარი უსამშობლოები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 17 იანვარი 2026, 22:11

„ჟურნალისტი" მასაროს შემდგომი კარიერა არ ვიცი, მაგრამ ტრამპი მის მწვავე კრიტიკოსებს სამაგიეროს რომ უხდის, არაერთხელ გამოვლინდა. კრის მასარო აშშ-ის პრეზიდენტზე წერს: ტრამპს მოსწონს თაყვანისცემა და ავტორიტარული შიში, ეს უფრო მეტია, ვიდრე შოკი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, კრის მასაროს მიერ „ფოქს ნიუსზე“ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი სტატიის გამოქვეყნებას.

ანალიტიკოსის შეფასებით, ასეთი ბინძური სტატიებით რომ სექტას მხარდამჭერები არ ემატება, უკვე დავინახეთ, თუმცა, ოპოზიციონერები მაინც უკვეთავენ "ტოქსიკურ სისულელეებს" და ჰგონიათ, რომ რაიმე წინსვლა ექნებათ.

„უსინდისო და ყალბი რეპორტაჟი ნაცრადიკალებზე Fox News-იდან; ავტორი, ტრამპმოძულე კრის მასარო, თავხედურად იტყუება, რომ თურმე აქ ზემასობრივი პროტესტებია და ირანიდან შთაგონებულია; წყაროებად ნაყარნუყარი უსამშობლოები.
ასეთი ბინძური სტატიებით, რომ სექტას მხარდამჭერები არ ემატება, დიდმა პერიოდმა დაგვანახა. უკვეთავენ ტოქსიკურ სისულელეებს და ჰგონიათ, რომ რაიმე წინსვლა ექნებათ.
სიცრუე და მანიპულაციები დასავლური მედიის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლებია. ამის გარჩევა ქართულ საზოგადოებაში თავისუფლად შეუძლიათ.
"ჟურნალისტი" მასაროს შემდგომი კარიერა არ ვიცი, მაგრამ ტრამპი მის მწვავე კრიტიკოსებს სამაგიეროს რომ უხდის, არაერთხელ გამოვლინდა. კრის მასარო აშშ-ის პრეზიდენტზე წერს: ტრამპს მოსწონს თაყვანისცემა და ავტორიტარული შიში, ეს უფრო მეტია, ვიდრე შოკი...“ - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი