არც ერთი მკვლელი, მანიაკი საქართველოს პრეზიდენტს არ შეუწყალებია. მხოლოდ ისინი, ვინც მოინანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 20 იანვარი 2026, 17:58

ორი ვიდეორგოლი ვრცელდება დღეს სოციალურ ქსელში. ერთი - იმ არამძიმე მსჯავრის გამო შეწყალებული ჩვენი ძმების მადლიერების ამსახველი და მეორე - სასჯელმისჯილი ზოგიერთი „აკაცუკის“ მშობლების, რომლებიც ლამისაა წყევლიან საკუთარ შვილებს, თუ კი ისინი ცნობენ ამ ქვეყანას, მის პრეზიდენტს და სინანულის გრძნობას გამოხატავენ, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ ისინი შეიწყალა ვინც მოინანია, ვინც ცნო ეს ქვეყანა და მისი პრეზიდენტი.

„ადამიანობა, კაცობრიობა, სახარება - სიყვარულს და მადლიერებას ეფუძნება. ლუციფერის სწავლება - სიძულვილს და უმადურობას. ორი ვიდეორგოლი ვრცელდება დღეს სოციალურ ქსელში. ერთი - იმ არამძიმე მსჯავრის გამო შეწყალებული ჩვენი ძმების მადლიერების ამსახველი და მეორე - სასჯელმისჯილი ზოგიერთი „აკაცუკის“ მშობლების, რომლებიც ლამისაა წყევლიან საკუთარ შვილებს, თუ კი ისინი ცნობენ ამ ქვეყანას, მის პრეზიდენტს და სინანულის გრძნობას გამოხატავენ.

არც ერთი მკვლელი, მანიაკი საქართველოს პრეზიდენტს რა თქმა უნდა არ შეუწყალებია. მხოლოდ ისინი - ვინც მოინანია, ვინც ცნო ეს ქვეყანა და მისი პრეზიდენტი. და რაც მთავარია, ვისაც დღეიდან აქვს შედარების უნარი - აწმყოსა და წარსულს შორის. ვინც საკუთარ გამოცდილებაზე - ჯოჯოხეთს, ჯალათებსა და ჰუმანურობას შორის გარჩევის უნარი მოიპოვა. და მათ რა თქმა უნდა აქვთ უფლება ჩვენთან ერთად საერთო ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღონ მონაწილეობა და ეს უფლება მათ დღეს საქართველომ და მისმა პრეზიდენტმა მიანიჭა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი