დავით ბერძენიშვილი დონალდ ტრამპზე: აშკარად გასაკოჭია - იმედია, კონგრესის ორივე პალატაში ამისიანები ისეთ უმცირესობაში დარჩებიან, რომ მოსამართლის და ფსიქიატრის გასარჩევი იქნება, თუ რომლის პატიმარ/პაციენტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
188 21 იანვარი 2026, 19:37

„რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლას აფასებს და ტრამპს "სამარცხვინო და ცალტვინა ხელისუფალს" უწოდებს.

ბერძენიშვილის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი "აშკარად გასაკოჭია" და იმედოვნებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში ტრამპის მომხრეები უმცირესობაში იქნებიან და საბოლოოდ, მოსამართლისა და ფსიქიატრის გასარჩევი იქნება, თუ რომლის პატიმარი ან პაციენტია.

"ამერიკის ყველაზე სამარცხვინო და ცალტვინა ხელისუფალი ისეთებს ბოდავს ახლა დავოსში ისტორიაზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და რაზეც გინდა, რომ მოსკოველი ბოროტი, უვიცი და ხეპრე ჩეკისტი ამასთან შედარებით თუკიდიდედაცაა და კანტიც.

აშკარად გასაკოჭია.

მოვა ნოემბერი და, იმედია,კონგრესის ორივე პალატაში ამისიანები ისეთ უმცირესობაში დარჩებიან, რომ მოსამართლის და ფსიქიატრის გასარჩევი იქნება, თუ რომლის პატიმარ/პაციენტია.

ევროპას (ბრიტანეთ/ კანადიდურთ და არა მარტო) ხელახლა გაალიდერებს ეს შლეგი.

ზოგი ჭირი მარგებელია.

უკრაინაც გაუძლებს!" - წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი