დავით ქართველიშვილი: დავოსში ტრამპი სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე. მსოფლიო შევიდა თავისი განვითარების ახალ და გარდაუვალ ფაზაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 22 იანვარი 2026, 12:22

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. ანალიტიკოსი გამოყოფს მნიშვნელოვან დეტალებს ფორუმიდან და წერს, რომ გლობალიზმის დოგმა დასრულდა - სახელმწიფოები იბრუნებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სუვერენიტეტს. დავით ქართველიშვილი გამოყოფს ამერიკის პოზიციას:

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა, კვლავ და პირდაპირი მნიშვნელობით:
ვაჭრობა, ინვესტიციები და მრეწველობა მხოლოდ მაშინ და იმ დოზით, თუ ეს უშუალოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ გუშინდელი ფორუმის შემდეგ მსოფლიო განვითარების ახალ ფაზაში გადავიდა. წერს, რომ ჩინეთი არა მტერი, არამედ კონკურენტია, ხოლო უკრაინის კონფლიქტი უკვე რეგიონალურ მასშტაბში აღიქმება და არა დასავლეთის ეგზისტენციურ საფრთხედ.

„მე არ ვიცი, თუ როგორ "მოიპარა გრინჩმა შობა" (არასდროს არ მინახავს მსგავსი "კინოშედევრები"), მაგრამ ის შედევრი, თუ როგორ მოკლა ტრამპმა დავოსი, ნამდვილად საყურებელი იყო. ამ "კინოში" ყველას შეუძლია თავისი საყვარელი მომენტები გამოყოს, მე ჩემსას შემოგთავაზებთ:
გლობალიზმის დოგმის დასასრული -
ზენაციონალური გადაწყვეტილებების ეპოქა მთავრდება. სახელმწიფოები იბრუნებენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სუვერენიტეტს.
ამერიკა უპირველეს ყოვლისა, კვლავ და პირდაპირი მნიშვნელობით:
ვაჭრობა, ინვესტიციები და მრეწველობა მხოლოდ მაშინ და იმ დოზით, თუ ეს უშუალოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება.
ევროკავშირი გადაიქცა არასტაბილურობის წყაროდ და არა საყრდენად. ევროკავშირი დღეს წარმოდგენილია, როგორც სისტემა, რომელიც ტოქსიკურად არის გაჭედილი იდეოლოგიას, ბიუროკრატიასა და დეინდუსტრიალიზაციას შორის.
უკრაინა აღარ არის მსოფლიო არქიტექტურის ცენტრი, კონფლიქტი აღიქმება რეგიონულად, და არა როგორც დასავლეთისთვის ეგზისტენციური მნიშვნელობის საფრთხედ. ამ კონფლიქტის ფინანსური რესურსი ამოწურულია.
ენერგია კლიმატზე უფრო პრიორიტეტულია - დღეს მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ენერგია და რეინდუსტრიალიზაცია, და არა კლიმატური აქტივიზმი, რომელიც ეკონომიკას ასუსტებს.

ჩინეთი, კი ბატონო, კონკურენტია, მაგრამ ამით არა ავტომატურად მტერი. მასთან ურთიერთობა და ზეწოლა გაივლის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროზე, ყოველგვარი იდეოლოგიური მესიანიზმის გარეშე.
უსაფრთხოება გადადის ფასიანი მომსახურების კატეგორიაში.
მოკავშირეთა დაცვა კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა უფასოდ და არა ავტომატურად (რაიმე ვალდებულებების გამო), არამედ ტრანზაქციულად.
და ბოლოს, დავოსი აღარ არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი.
გლობალური ელიტების მიერ „სწორი მნიშვნელობების“ გენერირებაზე „დავოსური" მონოპოლია დასრულებულად გამოცხადდა.
ასე რომ, დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე. მან დააფიქსირა ლიბერალურ-გლობალისტური მოდელის დემონტაჟი და დაბრუნება მკაცრი რეალიზმის, გარიგებებისა და ეროვნული ინტერესების სამყაროში. გუშინ მსოფლიო შევიდა თავისი განვითარების ახალ და გარდაუვალ ფაზაში - მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი