სტრასბურგის სასამართლოში შევიდა სამი სარჩელი. მოსალოდნელი მარცხი რომ თავიდან აეცილებინა, საია-მ დროებითი ღონისძიება არა საკუთარი სახელით, არამედ სხვა პირების სახელით მოითხოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 24 იანვარი 2026, 14:54

ახლა აგიხსნით, რა სიბინძურე ჩაიდინა საია-მ და რეალურად, რატომ არის ეს NGO ანტიქართული კრიმინალური დაჯგუფება. არჩევნების „არარსებული გაყალბების“ გამო სტრასბურგის სასამართლოში სამი ვითომ და დამოუკიდებელი სარჩელი შევიდა 1 - ემიგრანტების, 2 - ალავიძე და სხვების და 3 - საია-ს სარჩელი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა, ხოლო შემდგომში სარჩელები ერთ საქმედ გაერთიანდა. ასე სცადეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, თუმცა საბოლოო შედეგი ერთია - ეს საქმე წაგებულია.

„ახლა აგიხსნით რა სიბინძურე ჩაიდინა საია-მ და რეალურად რატომ არის ეს NGO ანტიქართული კრიმინალური დაჯგუფება. არჩევნების „არარსებული გაყალბების" გამო სტრასბურგის სასამართლოში სამი ვითომ და დამოუკიდებელი სარჩელი შევიდა 1 - ემიგრანტების 2 - ალავიძე და სხვების და 3 - საია-ს სარჩელი. იმის გამო, რომ აუცილებელი და გარდაუვალი თავზე ლაფის დასხმა და მარცხი აერიდებინა, საია-მ არა კონკრეტულად მისი სახელით, არამედ "ალავიძე და სხვების" სახლით მოითხოვა დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმება. ასეც მოხდა - სტრასბურგის სასამართლომ ცხადია დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა "ალავიძეს და სხვებს", ხოლო შემდეგ სამივე სარჩელი ერთ საქმედ გააერთიანა. ეს ამბავი საზოგადოებას დაუმალეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი სარჩელები, არც ემიგრანტების და არც ალავიძის, სამივე სარჩელი ცხადია საია-ს მომზადებუილია, მაგრამ იმისათვის, რომ მომავალში ხელები დაებანა და ეთქვა, მე რა შუაში ვარო - დროებითი ღონისძიება სწორედ ალავიძეს მოათხოვნინა. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი - წელიწადნახევრის შემდეგ ვიგებთ, რომ მოთხოვნილი იყო დროებითი ღონისძიება, საია კი ამბობს აბა მე რა შუაში ვარ ეგ ალავიძემ მოითხოვაო. ალავიძე კიდევ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, კაცმა არ იცის. ასე ვირეშმაკულად დაალაგა ანტიქართულმა NGO-მ სქემა, რომ გარდაუვალ მარცხს მისი ისედაც გაცამტვერებული რეპუტაცია მიწასთან არ გაესწორებინა. არაუშავს, მთავარი მარცხი წინ აქვთ ამ ანტიქართველებს.“ - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი