Daily Mail: მიხაელ შუმახერი საწოლს აღარ არის მიჯაჭვული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 27 იანვარი 2026, 10:48

Daily Mail Sport-ის გამოძიების თანახმად, „ფორმულა 1-ის“ 57 წლის ლეგენდა მიხაელ შუმახერი აღარ არის მიჯაჭვული საწოლს და ეტლით გადაადგილდება.

სტატიაში, რომელიც ანონიმურ წყაროებთან ინტერვიუებს ეყრდნობა, უარყოფილია ხმები იმის შესახებ, თითქოს შუმახერს „ჩაკეტილი ადამიანის“ სინდრომი აქვს (მდგომარეობა, როდესაც ცნობიერება სრულად შენარჩუნებულია, მაგრამ მოძრაობის უნარი არ არსებობს). როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახლა მრბოლელს შეუძლია გადაადგილდეს ინვალიდის ეტლით მომვლელის ან თერაპევტის დახმარებით.

ოჯახის ოფიციალურმა პრესსპიკერმა, საბინა კემმა, ტრადიციულად, უარი თქვა მრბოლელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთებაზე. ოჯახის „დუმილის პოლიტიკა“ გახდა პასუხი მათ პირად ცხოვრებაში შეჭრის მრავალწლიან მცდელობებზე. გასულ წელს 3 კაცი, მათ შორის შუმახერის ყოფილი პირადი მცველი, გასამართლდა შანტაჟის მცდელობისთვის. ისინი მოპარული სამედიცინო ჩანაწერებისა და ფოტოების გამოყენებით იმუქრებოდნენ. კემმა მაშინ განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები მხოლოდ აძლიერებს ოჯახის გადაწყვეტილებას, დაიცვან ახლობელი ადამიანი.

2013 წლიდან, ალპებში თხილამურებით სრიალისას მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რამაც მძიმე ტრავმები გამოიწვია, შუმახერი საჯარო სივცრეში არ გამოჩენილა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი