გირგვლიანის მკვლელობაზე: 20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა „ნაცმოძრაობის“ რეალური - სისხლიანი სახე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 28 იანვარი 2026, 13:59

20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ ერთი სინანული არ გამოუხატიათ! პირიქით იმუქრებიან ! სანდრო გირგვლიანის მხეცურმა სადისტურმა მკვლელობამ შეძრა სრულიათ ქვეყანა! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი წერს სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილის განცხადებით, საზოგადოებას ახსოვს სანდრო გირგვლიანი, მისი მკვლელობის საქმე, შესაბამისად „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს შეძლებს ქვეყნის სათავეში დაბრუნებას.

„20 წლის წინ 28 იანვარს საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც დაგვანახა ნაცმოძრაობის რეალური - სისხლიანი სახე, რომელიც დღემდე ვერ მოიწმინდა და ვერ ჩამოირეცხა მოძალადეების ბანდამ! ერთი შენდობა არ უთხოვიათ ერთი სინანული არ გამოუხატიათ! პირიქით იმუქრებიან ! სანდრო გირგვლიანის მხეცურმა სადისტურმა მკვლელობამ შეძრა სრულიათ ქვეყანა! უპირველეს ყოვლისა ეს იყო სიგნალი ახალგაზრდებისთვის, თუ ნაცებისთვის რამე მიუღებელს გავაკეთებდით ან განვაცხადებდით იმ დროინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გავიზიარებდით სანდროს და სხვა ქუჩაში უმოწყალოდ ჩაცხრილული ახალგაზრდების ბედს! ეს იყო იმდროინდელი პოლიტიზირებული პოლიციის ასე ვთქვათ გამოხმაურება come back-ი სააკაშვილის ცნობილ განცხადებაზე, რომელიც მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და სადაც ძალოვნებს მოუწოდა ესროლათ ყველასთვის - ნულოვანი ტოლერანტობით! სანდროს ტრაგედიამ მე და ჩემი უამრავი მეგობარი გარეთ გამოგვიყვანა, აგვიძულა უარი გვეთქვა პირად ცხოვრებაზე და ჩვენი ახალგაზრდობა გაგვეცვალა კოლექტიურ სააკაშვილებთან ბრძოლაში! სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ახალაიები და ძმანი და დანი მათნი ვეღარასოდეს დაბრუნდებიან ქვეყნის სათავეში, რაც არ უნდა პროვოკაცეიები და ინტრიგები ხლართონ! ჩვენ გვახსოვს სანდრო! ჩვენ დღემდე გვტიკა ქუჩაში უმოწყალოდ ჩაცხრილული ახალგაზრდები! მე პირადად თუნდ სიკვდილად მიღირდეს ვერ და არ დავუშვებ ჩემი შვილები ანალოგიურ ტერორში გაიზარდონ და სიცოცხლის ფასადაც, რომ მიღირდეს ნაცმოძრაობის ბოგინს შევეწინააღმდეგები! Ps სააკაშვილმა სანდროს მკვლელები მალევე შეიწყალა, ამით მან დაუსჯელობის პრინციპი დანერგა დანაშაულებრივი სისტემის ერთგულებისთვის!”- წერს ლადო სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი