ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემურია, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
185 29 იანვარი 2026, 16:16
საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორების, უკრაინულ ვებ-გვერდებზე გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, სრულებით არ გამოიყურება დაუჯერებლად. ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემური იყო წარსულშიც და დღემდე ბოლომდე დაძლეული არ არის, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. 

მისი შეფასებით, ევროკავშირის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინამ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და წევრობისთვის მზად არის, სასაცილოა, რადგან საუბარია არა ინსტიტუციურად გამართულ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს და არა რეალური რეფორმების შედეგებიდან.



„საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორების უკრაინულ ვებ-გვერდებზე გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, სრულებით არ გამოიყურება დაუჯერებლად. ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემური იყო წარსულშიც და დღემდე ბოლომდე დაძლეული არ არის, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით პარადოქსულად გამოიყურება ევროკავშირის განცხადებები, თითქოს უკრაინამ ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა და წევრობისთვის მზად არის. რეალობაში, საუბარია არა ინსტიტუციურად გამართულ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობს და არა რეალური რეფორმების შედეგებიდან.“ - წერს ჩიხელიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი