მიხეილ სააკაშვილი: ნუ, გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
208 29 იანვარი 2026, 22:24
რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, უკვე ისწავლეს, რომ სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ასე შემოაქვთ საარსებო ფული. 

ასევე, ის მიმართავს საშუალო და წვრილ ბიზნესს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დაფინანსება და საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა მათი გადარჩენის ერთადერთი გზაა.

“რაც შეეხება გრანტების ე.წ. კანონს და მეწარმეებისთვის აზრის გამოთქმის აკრძალვას, ასეთი რამე თანამედროვეობის ყველაზე უარეს დიქტატორებსაც არ მოსვლიათ თავში.

ნუ გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს - სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული. ხოლო ბიზნესს იმიტომ შეეხნენ, რომ ბიზნესმა აშკარად დაიწყო ოპოზიციის დაფინანსება, იმიტომ რომ  მიხვდა ეს მისთვის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.

ის სიტუაცია, რომ იქით ივანიშვილია და აქეთ მარტო 1-2 პერსონაჟი და მთავრობის და ოპოზიციის ფინანსებიც მონოპოლიზებულია - ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.

ამ ბოლო დროს, როგორც ჩანს გამოჩნდნენ სხვებიც, რომლებიც მინიმალურად, მაგრამ მაინც ეხმარებიან აქტივისტებს და ოპოზიციურ ჯგუფებს და ჯაყო ამით უკიდურესად შეშფოთებულია.

მინდა მივმართო საშუალო და წვრილ ბიზნესს - ოპოზიციის დაფინანსება და თქვენ მიერ საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა - თქვენი და ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა!” - წერს მიხეილ სააკაშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი