ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს. მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
140 30 იანვარი 2026, 14:55

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც დაკავებული თანამდებობის დატოვების შემდეგ წიგნების კითხვით თავშექცევის ხარჯზე, უფრო ჭკვიანი გახდება, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, კაია კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ჭკვიანიც გახდეს.

„არაერთგზის მითქვამს, რომ სანამ დეგრადაციას დაიწყებ, ჯერ უნდა განვითარდე, წინააღმდეგ შემთხვევაში და ამის გარეშე, უბრალოდ დებილი ხარ. ეს კი საწყენია. სჯობს მიხედო განვითარებას. ქალბატონმა კაიამ ამ გზაზე პირველი ეტაპი უკვე გადალახა - დალევა დაიწყო, რომელიც ღვიძლთან ერთად და პარალელურად, მსოფლმხედველობასაც აფართოებს. ძალიან თუ გაგიფართოვდა, წიგნის წაკითხვის სურვილი გიჩნდება. ეს კი უკვე - მეორე ეტაპია. და რისთვის სჭირდება ნასვამ ადამიანს წიგნის წაკითხვა? დიახ, ჭკვიანი რომ გახდეს. ეს კი უკვე მესამე, დასკვნითი ეტაპია იმისთვის, რომ დაიწყო დეგრადაცია ისე, ვინმემ შეცდომით დებილი რომ არ შემოგძახოს.

თვით პროცესი, ყოველ შემთხვევაში - საინტერესოა. ზოგი მისი პირველი ეტაპით კმაყოფილდება და უბრალოდ მთვრალი დადის. ზოგი ერთდროულად მთვრალიც დადის და ნაკითხიც. მაგრამ, ქალბატონ კალასს ისეთი თანამდებობა უკავია, რომ გულწრფელად სურს, ამასთანავე ჭკვიანიც გახდეს. მისი დეგრადაციის პროცესის მოლოდინში კი, ჩვენ გულწრფელად, მას წარმატებებს ვუსურვებთ!“ - დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი