ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 30 იანვარი 2026, 16:14

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია. ზამთრის თამაშები - 2026 იტალიაში, მილანი/კორტინაში 6-22 თებერვალს ჩატარდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, სპორტის სამინისტროს და ზამთრის სპორტის სახეობების წარმომადგენლები, ოლიმპიელი სამთო მოთხილამურეები - ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური, მწვრთნელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები, მათ შორის -საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო,

გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია. საქართველოს სპორტსმენების სახელით ფიცი დადო მოთხილამურე ნინო წიკლაურმა, რომელიც ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი სპორტსმენი იქნება, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას.

ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 2 სახეობაში: ფიგურული ციგურაობა (ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა, ანასტასია გუბანოვა, ნიკა ეგაძე, დიანა დევისი, გლებ სმოლკინი) და სამთო თხილამურობა (ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.​ 8 სპორტსმენი იასპარეზებს.

გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება გაიმართება 6 თებერვალს მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან ლუკა ბერულავა და დიანა დევისი, კორტინაში კი ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მარიამ გიორგობიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი