თამარ ჩიბურდანიძე: საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო იარაღია პოლიტიკაში ფულის ჩასადებად - ეს ფული საბოლოოდ სახელმწიფოს პოლიტიკას ურტყამს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 31 იანვარი 2026, 10:36

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონი უცხო ქვეყნების მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის აღკვეთის აუცილებელი ეტაპი იყო და განმარტავს, თუ როგორ გამოიყენება საერთაშორისო გრანტები პოლიტიკური იდეოლოგიის გასავრცელებლად, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე ზემოქმედების გზით.

„რაში იღებენ თანხებს? იმაში, რომ იმუშაონ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ამ საზოგადოებრივ აზრში კი მთავარი მოქმედი პირი არის ახალგაზრდა, სტუდენტი“, - აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ ეს პროცესი ირიბი დაფინანსების მექანიზმებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკაზე.

„საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩარევების აღკვეთის პირველი ეტაპი იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება, რამაც სახელმწიფოს პირველი სერიოზული შედეგი მისცა - შეჩერდა იმ პოლიტიკური ფულის დიდი ნაწილი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა. ამის შემდეგ იპოვეს სხვა გამოსავალი და ეს პროცესი [უცხო ქვეყნებიდან პოლიტიკის დაფინანსება] ახლაც გრძელდება: საუნივერსიტეტო ბაზა საუკეთესო იარაღია იმისთვის, რომ პოლიტიკაში ფული ჩაიდოს.

მეც ვმუშაობ უნივერსიტეტში, მეცნიერი ვარ და ვიცი, როგორ მუშაობს სამეცნიერო გრანტები. საერთაშორისო სამეცნიერო გრანტი მოდის ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან, სადაც ჩრდილოვანი მმართველები მართავენ პროცესებს. შეიძლება, მათ ჩაგრთონ სამეცნიერო გრანტში და გითხრან: მოგცემ ამ გრანტს, მაგრამ იმუშავე და განახორციელე ჩვენი იდეოლოგია. პირდაპირ პოლიტიკური პარტიისთვის ეს ფული არ არის გამოყოფილი, მაგრამ ირიბად მაინც პოლიტიკაში მიდის. ანუ ისინი ამ გრანტით გაძლევენ შემოსავალს, უზრუნველგყოფენ ფინანსურად, ოღონდ იმ პირობით, რომ შემდეგ ახორციელებ მათ იდეოლოგიას.

პედაგოგებს - იქნება ეს სკოლის თუ უნივერსიტეტის - საზოგადოებაზე გავლენა რომ აქვთ, ეს სახეზეა და ბუნებრივიც არის. სტუდენტების ის ნაწილი, რომელიც დღეს პროტესტის მხარეს დგას, თავიანთი მასწავლებლების იდეოლოგიური გავლენის ქვეშ არიან. მე ბავშვებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ - ამ ბავშვების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა ხდება მსოფლიოში, რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს; მათ არ იციან, რა არის და რა შეიძლება მოიტანოს ძლიერმა აღმოსავლურმა პოლიტიკამ მთელ მსოფლიოში, რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას.

კიდევ ერთხელ ვამბობ: დღევანდელი პოლიტიკური პროცესების ანალიზი უჭირთ საერთაშორისო დონის პროფესიონალ პოლიტოლოგებსაც კი, არათუ სტუდენტებს. ეს ფული [საერთაშორისო გრანტები] საბოლოო ჯამში მიდის ახალგაზრდებთან — პირდაპირ თუ ირიბად. შესაძლოა, ახალგაზრდას თანხა პირდაპირ არ მისცენ, მაგრამ იდეოლოგიურად ისინი გადაბირებულები არიან.

რაში იღებენ თანხებს? იმაში, რომ იმუშაონ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. ამ საზოგადოებრივ აზრში კი მთავარი მოქმედი პირი არის ახალგაზრდა, სტუდენტი. ის ფული, რომელიც ასეთ დიდ გზას გადის, რომ პოლიტიკაში შევიდეს, საბოლოო ჯამში სახელმწიფოს პოლიტიკას ურტყამს და ეწინააღმდეგება.

აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის კანონი ძალიან აუცილებელი იყო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი დამიკავშირდა. ოპოზიცია კვლავ ავრცელებს დეზინფორმაციას - ისევ ემიგრანტების იმედი აქვთ და ემიგრაციაში პანიკა გააღვივეს, თითქოს ემიგრანტებს აღარ შეეძლებათ საკუთარ ოჯახებში ფულის ჩარიცხვა, რადგან ეს პოლიტიკურ ფულად ჩაითვლება. ყველას ვუხსნი, რომ ეს ტყუილია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ემიგრანტების მიერ თავიანთ ოჯახებში გადმორიცხულ თანხებს არაფერი ემუქრება“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი