ნიკოლოზ მეტრეველი სააკაშვილზე: ამ ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
152 31 იანვარი 2026, 15:56

უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა. მან სააკაშვილის მხრიდან რეფორმაზე საუბარს, უტიფრობა უწოდა, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა, სწორედ მის ოჯახს აქვს მიტაცებული.

„ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს - ადამიანს, მის ოჯახს აქვს მიტაცებული სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება 1 ლარად. განათლების რეფორმაზე დარდობენ თურმე, ეს ადამიანი და მისი გარემოცვა, რომლებმაც წლების განმავლობაში უდიდესი ზიანი მიაყენეს განათლების სისტემას“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაგეგმილ გაერთიანებაზეც ისაუბრა.

„გაერთიანება არ ნიშნავს დახურვას, საუბარია სრულუფლებიან შერწყმაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალური ბაზა განადგურდება ან რომელიმე მეცნიერი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული.

ბუნებრივია, დესტრუქციულ ძალებს უნდათ, რომ შესაძლოა, გია ნოდია, ლევან რამიშვილი ან დიმიტრი შაშკინი იყვნენ ჩართული, რომლებიც ღვაწლმოსილ ხალხს სისხლის დალევით ემუქრებოდნენ. ალბათ, ახალაია რომ იყო გარეთ, მის ჩართვასაც მოითხოვდნენ განათლების რეფორმაში.

მინდა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტობასაც და აკადემიურ პერსონალსაც მივმართო - თუ გაქვთ სურვილი, არის აბსოლუტური გახსნილობა, მინისტრი და მისი მოადგილეები სრულ მზაობას აცხადებენ დიალოგისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი