გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
312 31 იანვარი 2026, 18:02

მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ამავდროულად, მოგება უნდა იყოს იმდაგვარად, რომ ეს მძიმე წნეხად არ დააწვეს მოსახლეს.

„მე არ მინდა, რომ ასეთი რამე დადგინდეს, რა თქმა უნდა, არც არავის უნდა არცერთი ადამიანის პასუხისმგებლობა, მაგრამ იქნება ეს ძალიან მძიმე, თუ დადგინდება კარტელური გარიგებები, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ პირები ერთმანეთთან იყვნენ შეკრულები და ცდილობდნენ საკუთარი ჯიბე გაესქელებინათ ისევ და ისევ რიგითი მოქალაქის, ჩვენი ნებისმიერი ადამიანის ხარჯზე. ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იქნება და მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ასეთ მოვლენებს ჰქონდეს ადგილი. საქართველოა, ჩვენ გვესმის არაერთი საუბარი, მაგრამ საუბარი საუბარია და მტკიცებულებები მეორე.

საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ, მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს იმიტომ, რომ თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ. ამავდროულად, მოგება უნდა იყოს იმდაგვარად, რომ ეს მძიმე წნეხად არ დააწვეს მოსახლეს. იქნება ეს სურსათის ფასების ნაწილში, საწვავის ნაწილში თუ მედიკამენტების კუთხით“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი