დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 31 იანვარი 2026, 23:17
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი მიხაელ გალერის განცხადებას ეხმიანება, სადაც გელერი ამბობს, რომ „ამ მოსკოველმა არსებებმა, ივანიშვილმა და კობახიძემ, უნდა დატოვონ ქვეყანა“.

ქართველიშვილის თქმით, გალერის განცხადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციასა და მიკერძოებულ შეფასებებს ემყარება, მიზნად ისახავს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას.

„მიხაელ გალერი - ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის ყველაზე კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს. სუბიექტობადაკარგული ერთ-ერთი ევროპული სუბსტანციის ეს წარმომადგენელი, საკუთარ ოჯახში უამრავი პრობლემების გადასაფარად - იაფფასიანი შულერობით არის დაკავებული ქართველი პოლიტიკური ლიდერების მისამართით. დღეს საფრანგეთის ქუჩებში 50 ათასზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა ევრობიუროკრატიის და კოლექტიური გალერების მიერ ევროპის კატასტროფამდე მიყვანის გამო - მაგრამ ის კვლავ საქართველოსთვის იცლის.
მისი ყოველი ანტიქართული საჯარო აქტივობა აგებულია დეზინფორმაციულ რეზოლუციებსა და განცხადებებზე, სადაც საქართველო წარმოდგენილია არა როგორც სუვერენული ლოგიკისა და უსაფრთხოების ინტერესების მქონე სუბიექტი, არამედ როგორც ვასალურ „შესაბამისობაში მოსაყვანი“ ობიექტი.  
გალერის ფიგურის ირგვლივ ყველაზე ტოქსიკური შრეა - ინტერნეტში გავრცელებული ბრალდებები მის ფარულ ლობიზმსა და გარე დაფინანსებაზე, მათ შორის ვერსიები პრო-არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ანტი-კატარული ლობიზმის თაობაზე - რაც უკვე ევროპარლამენტის უფრო "სავიზიტო ბარათად" იქცა, ვიდრე გამონაკლისად.
ეს სიუჟეტები ფართოდ ცირკულირებს ქსელში და მათი მდგრადი არსებობა აჩვენებს იმ პოლიტიკოსის რეპუტაციულ მოწყვლადობას, რომელიც სხვებს აქტიურად ასწავლის "მორალს", თუმცა რაც უფრო ხმამაღალია მორალური ლექციები, მით უფრო ყურადღებით აკვირდებიან მის საკუთარ კავშირებსა და მოტივებს. საქართველოსთან მიმართებით ყოველ ცილისწამებასა და უსამართლობას - აუცილებლად მოჰყავს მოქმედებაში "ბუმერანგის პრინციპი". ასე რომ, არ გაგვიკვირდეს უახლოეს მომავალში მისი გვარის სულ სხვა კონტექსტში მოხსენიება. ჯერჯერობით კი, საბოლოო სურათი მარტივად ყალიბდება: მიხაელ გალერი -  ბრიუსელის ნორმატიული ხაზის რიგითი მატარებელია, სადაც ნებისმიერი სუვერენიტეტი ეზიზღებათ, სუბიექტობის - ეშინიათ და მის მატარებლებს - ასე უკბილოდ ებრძვიან,“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი