ქართველიშვილი იაგო ხვიჩიაზე: დებატებზე რაიმე საკითხის წამოჭრის სურვილის წინ, ოპონენტებთან უფრო მომზადებული უნდა მოდიოდე ხოლმე, ან საერთოდ არ მოდიოდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
131 03 თებერვალი 2026, 20:20
„გუშინ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში, იაგო ხვიჩიამ უცხოეთიდან რუსული არასამთავრობო სექტორის მისამართით შემოსული თანხების მიმართ სახელისუფლებლო ინტერესის იგნორირების თაობაზე ისაუბრა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

მისი თქმით, როცა პირს სურვილი აქვს დებატებზე რაიმე საკითხი წამოჭრას, ოპონენტებთან მომზადებული უნდა მივიდეს, ან საერთოდ არ მიიღოს მონაწილეობა.

„გუშინ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში, იაგო ხვიჩიამ უცხოეთიდან რუსული არასამთავრობო სექტორის მისამართით შემოსული თანხების მიმართ სახელისუფლებო ინტერესის იგნორირების თაობაზე ისაუბრა. როგორც „გამჭვირვალობის კანონის“ ერთ-ერთმა თანაავტორმა, ვიცოდი რა ამ თემის ირგვლივ სპეკულირების აგორების თაობაზე - ორი წლის წინ, „რუსული პარანოიას“ ყველაზე ცხელ დღეებში, ვრცლად ვისაუბრე ამ საფრთხეებზე, რაც მაშინ ყველა ცენტრალურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. დებატებზე რაიმე საკითხის წამოჭრის სურვილის წინ, ოპონენტებთან უფრო მომზადებული უნდა მოდიოდე ხოლმე, ან საერთოდ არ მოდიოდე. მე კი დაინტერესებულ მკითხველს კვლავ შევახსენებ წამოჭრილ თემაზე ორი წლის წინ დაწერილ ინფორმაციას, სწორედ რომ რუსეთიდან შემოსული თანხების სახელისუფლებო კონტროლის ქვეშ აყვანის აუცილებლობის ჭრილში...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი