ლევან ნიკოლეიშვილი: სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 04 თებერვალი 2026, 11:53
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი, რომელიც პირდაპირ აზიანებს სახელმწიფოებრივ სტაბილურობას და დემოკრატიულ წესრიგს. როდესაც არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, კეთდება მსგავსი მოწოდებები, ისინი მიზანმიმართულად ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

ნიკოლეიშვილის შეფასებით, სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება.  მისივე თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

„კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება არ არის პოლიტიკური აზრი, ეს არის ექსტრემიზმი, რომელიც პირდაპირ აზიანებს სახელმწიფოებრივ სტაბილურობას და დემოკრატიულ წესრიგს. როდესაც არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე, მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით, კეთდება მსგავსი მოწოდებები, ისინი მიზანმიმართულად ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმაციას. ეს პროცესი აძლიერებს პოლარიზაციას, ზრდის საზოგადოებრივ დაპირისპირებას და ქვეყანას სამოქალაქო კონფლიქტის რეალური რისკისკენ მიჰყავს. სიტყვის თავისუფლება ვერ იქნება კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამართლება. სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საზოგადოება ექსტრემიზმისგან და იმ დესტრუქციული პროცესებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია კანონის მიღება, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდებას სისხლის სამართლებრივად დასჯადად გახდის და მკაფიოდ დააწესებს წითელ ხაზს დემოკრატიულ სახელმწიფოში.“ - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი