ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციას: საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ლეგიტიმური, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობაზე საჯარო მოწოდებები დასჯადი გახდება, ლოყებს ნუ დაიხოკავთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 04 თებერვალი 2026, 15:36

თვლის თუ არა ვინმე ხალხის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად, ეს მისი უფლებაა. თუმცა, როდესაც ამ ხელისუფლების დამხობის საჯარო მოწოდებებით გამოდიხარ, მაშინ აიღე პასუხისმგებლობა ამაზე და კეთილი ინებე და მიიღე ამისთვის სასჯელი, როგორც ეს არის ევროპაში, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ ოპოზიციას ევროპაში სურს, მაშინ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ლეგიტიმური, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობაზე საჯარო მოწოდებები დასჯადი გახდება, „ლოყებს ნუ დაიხოკავენ“.

„თვლის თუ არა ვინმე ხალხის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას ლეგიტიმურად ან არალეგიტიმურად, ეს მისი უფლებაა. თუმცა, როდესაც ამ ხელისუფლების დამხობის საჯარო მოწოდებებით გამოდიხარ, მაშინ აიღე პასუხისმგებლობა ამაზე და კეთილი ინებე და მიიღე ამისთვის სასჯელი, როგორც ეს არის ევროპაში. ხომ გინდათ იქ, თითქოს ?! ასე რომ, საკანონმდებლო ინიციატივაზე რომლის მიხედვითაც, ლეგიტიმური, კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობაზე საჯარო მოწოდებები აწი დასჯადი გახდება, ლოყებს ნუ დაიხოკავთ და შარვლებიდან ნუ ამოხტებით.
იგივე ხდება თქვენთვის სამაგალითო და სათაყვანო აშშ-შიც.

არ გჯერათ ჩემი, ჰკითხეთ ხელოვნურ ინტელექტს, თუკი იცით მასთან საუბარი, რა თქმა უნდა“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი