გია აბაშიძე: კლასიკური ევროთვალთმაქცობა, როცა ღირებულებები გამოიყენება შერჩევითად, ინტერესების მიხედვით - ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სთხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 06 თებერვალი 2026, 12:28

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროსაბჭოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებას ეხმიანება და აღნიშავს, რომ „არავის დავიწყებია სტრასბურგიდანაც უმსგავსო "ბულინგი"ე.წ. "რუსულ კანონზე" და ე.წ. "გაყალბებულ" არჩევნებზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება იგერიებს რა თავხედურ საგარეო თავდასხმებს, მზადაა ურჩიოს ერთგვარ ცაიტნოტში მყოფ შერჩევითად "გაბუტულ" პარტნიორებს.“

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ოფიციალურმა თბილისმა მოსაზრებები უკვე მოამზადა და გადააგზავნა მთხოვნელის სახელზე.

„კლასიკური ევროთვალთმაქცობა, როცა ღირებულებები გამოიყენება შერჩევითად, პოლიტიკის, ძალაუფლებისა და ინტერესების მიხედვით - ევროსაბჭო უცხოური ჩარევის წინააღმდეგ გამოცდილების გაზიარებას საქართველოს სთხოვს.
არავის დავიწყებია სტრასბურგიდანაც უმსგავსო 'ბულინგი' ე.წ. "რუსულ კანონზე" და ე.წ. "გაყალბებულ" არჩევნებზე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება იგერიებს რა თავხედურ საგარეო თავდასხმებს, მზადაა ურჩიოს ერთგვარ ცაიტნოტში მყოფ შერჩევითად "გაბუტულ" პარტნიორებს. ოფიციალურმა თბილისმა მოსაზრებები უკვე მოამზადა და გადააგზავნა მთხოვნელის სახელზე.

აქვე საზოგადოებას შევახსენებ 'სახის შენარჩუნების' გავრცელებული PR-ტაქტიკების ძირითად პრინციპებს, რომლის გათვალისწინება უწევთ და მოუწევთ ჩვენს უცხოელ უარგუმენტო კრიტიკოსებს:

- ფორმულირებების შეცვლა („უკან დახევა“ → „ტაქტიკური პაუზა“);- აქცენტის გადატანა სხვა თემაზე ან გარე ფაქტორზე;
- ნაწილობრივი აღიარება სრული პასუხისმგებლობის გარეშე;
- მესამე მხარის დადანაშაულება (ოპონენტები, მედია, გარე ძალები);
- პრინციპულობის დემონსტრირება („ღირებულებებს არ ვთმობთ“)
- დროებითი ნაბიჯის წარმოჩენა, როგორც სტრატეგიული არჩევანი

თავად აირჩიონ თუ რომელი გზით სჯობს წასვლა თავისუფალ და თავმოყვარე ქართველ ერთად 'ხიდების აღსადგენად'. ჩვენ ამას არ ვუცდით, მშვიდობიანი განვითარების ეროვნული დღის წესრიგი გვაქვს ამ მეტად ტურბულენტურ გლობალურ რეალობაში.“ - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი