ჩიხელიძე ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვის დაწყებაზე: რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს აღიარებულია სახელმწიფოს თვითდაცვის მექანიზმად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 06 თებერვალი 2026, 12:45

სიმბოლურია, რომ ახლა, როდესაც უცხოური ჩარევის პრობლემა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მწვავედ აღიქმება, ევროსაბჭო თავად იწყებს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს საქართველოს. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით მომზადებულ ანგარიშში მთავარი მსჯელობის თემა სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამო საქართველო წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი. საქართველოს გამოცდილება კი, რომელიც თავდაპირველად მიუღებლად ითვლებოდა, ახლა საერთაშორისო დონეზე პრაქტიკულ მაგალითად განიხილება.

„საქართველოს ხელისუფლება იყო პირველი, რომელიც ღიად დაუპირისპირდა გლობალურად გავრცელებულ ლიბერალურ დღის წესრიგს და უცხოური გავლენების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის გზას დაადგა. იმ პერიოდში, დასავლური ინსტიტუტების ნაწილი ამ პროცესს დემოკრატიისთვის საფრთხედ აფასებდა, მაშინ როცა საქართველო აღნიშნულ ნაბიჯს, სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების დაცვის ერთადერთ გზად მიიჩნევდა.

სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მიზნად ისახავდა გარე ჩარევების შეზღუდვას, , უცხოური დაფინანსების კონტროლს და პოლიტიკურ პროცესებზე არაპირდაპირი ზემოქმედების შეზღუდვას. ეს ნაბიჯები თავიდანვე მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მათ შორის იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც დღეს თავად დგანან მსგავსი გამოწვევების წინაშე.

სიმბოლურია, რომ ახლა, როდესაც უცხოური ჩარევის პრობლემა ევროპის მასშტაბით სულ უფრო მწვავედ აღიქმება, ევროსაბჭო თავად იწყებს საკანონმდებლო ჩარჩოების გადახედვას და გამოცდილების გაზიარებას სთხოვს საქართველოს. უფრო მეტიც, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით მომზადებულ ანგარიშში მთავარი მსჯელობის თემა სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამო საქართველო წლების განმავლობაში მწვავე კრიტიკის ობიექტი იყო.

ამ პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ ის, რაც გუშინ „დემოკრატიის უკუსვლად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე აღიარებულია როგორც სახელმწიფოს თვითდაცვის აუცილებელი მექანიზმი. საქართველოს გამოცდილება კი, რომელიც თავდაპირველად მიუღებლად ითვლებოდა, ახლა საერთაშორისო დონეზე პრაქტიკულ მაგალითად განიხილება“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი