თამთა მეგრელიშვილი: ევროსაბჭო, რომელიც საქართველოს მიდგომებს ეჭვით უყურებდა, თავად აცხადებს, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმები დასახვეწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
187 06 თებერვალი 2026, 12:57

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ევროსაბჭოს ინიციატივას, რომელმაც საქართველოს გამოცდილების გაზიარება სთხოვა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „იყო დრო, როცა საქართველოს ხელისუფლება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან მუდმივი კრიტიკის ქვეშ იმყოფებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედა და თქვა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას თავი უცხოური გავლენებისგან“.

მეგრელიშვილის შეფასებით, რაც გუშინ „პრობლემად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე გამოცდილების მოდელად განიხილება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ დროულად ამოიცნო საფრთხე, არამედ, გაბედულად იმოქმედა.

„იყო დრო, როცა საქართველოს ხელისუფლება დასავლური ინსტიტუტების მხრიდან მუდმივი კრიტიკის ქვეშ იმყოფებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედა და თქვა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას თავი უცხოური გავლენებისგან.

ხელისუფლებამ დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ და შექმნა საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავდა არა შეზღუდვას, არამედ ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას.

სწორედ ამ ნაბიჯების გამო საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დასავლელი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დღეს თავად აღიარებენ პრობლემის სიმძიმეს.

დღეს პარადოქსული სურათი გვაქვს: ევროსაბჭო, რომელიც წარსულში საქართველოს მიდგომებს ეჭვის თვალით უყურებდა, თავად აცხადებს, რომ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმები დასახვეწია და ამ პროცესში საქართველოს გამოცდილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ქართულმა მხარემ უკვე მოამზადა და გადაგზავნა საკუთარი ხედვები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, იმას რომ ის ქვეყანა, რომელსაც ადრე ასწავლიდნენ თავად გახდა მასწავლებელი.

რაც გუშინ „პრობლემად“ ცხადდებოდა, დღეს უკვე გამოცდილების მოდელად განიხილება.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ დროულად ამოიცნო საფრთხე, არამედ გაბედულად იმოქმედა მაშინ, როცა სხვები ჯერ კიდევ უარყოფის ფაზაში იყვნენ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი