ზაალ მიქელაძე: ყველა ჯურის „გრანტის“ გამოჩენაზე „კიკუს“ ნუ დაემსგავსებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 06 თებერვალი 2026, 14:38
„ქუჩის ოპოავანტიურისტების ხშირად დასმული კითხვა: „ჩვენ ამ დროს სად ვართ?“ და პასუხი ტრამპისგან „ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს და სჯობს, გონს მოეგონ.“ და მავანის აზრით, ჩვენ ამ თვითგანადგურების რეჟიმში უნდა ჩავყოლოდით ევროპარლამენტის კორუმპირებული დეპუტატების და მათი ლიდერშიპის კოჰორტას, ეპშტეინის კუნძულის ორგიების მონაწილე ევროპელი ლიბერალების „რეზოლუციებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე.

დეპუტატი რადიკალურ ოპოზიციას და მის მომხრეებს აძლევს რჩევას, ყველა სახის  „გრანტის“ გამოჩენაზე „კიკუს“ არ დაემსგავსონ. 

„ქუჩის ოპოავანტიურისტების ხშირად დასმული კითხვა: „ჩვენ ამ დროს სად ვართ?“ და პასუხი ტრამპისგან „ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს და სჯობს, გონს მოეგონ.“ და მავანის აზრით. ჩვენ ამ თვითგანადგურების რეჟიმში უნდა ჩავყოლოდით ევროპარლამენტის კორუმპირებული დეპუტატების და მათი ლიდერშიპის კოჰორტას, ეპშტეინის კუნძულის ორგიების მონაწილე ევროპელი ლიბერალების „რეზოლუციებს.“  

მეორე ინფორმაციაც გაჟღერდა გამჭვირვალობის გამპროტესტებლებისთვის, რომ ევროსაბჭო უცხო ჩარევის წინააღმდეგ ზრუნვას იწყებს და გამოცდილების გაზიარებას ითხოვს, მათ შორის საქართველოდან!!!

და გგონიათ ახლა მაინც ჩამოივლიან ოპოპარტიული ჟურნალისტები მაშინდელ თუ ახლანდელ ქუჩის „გამრთობ“ პროტესტანტებთან კითხვით: რა შეიცვალა გამჭვირვალობის კანონში? და პასუხად ისევ ეროვნულ ლიტერატურას მოვიშველიებ - “ფული ბაბაია ფული“ და რჩევა: ყველა ჯურის „გრანტის“ გამოჩენაზე „კიკუს“ ნუ დაემსგავსებით. 

გახსოვდეთ ეს ღვთისმშობლის მიერ კურთხეული ქვეყანაა, გონიერი ხალხით და პატრიოტი ხელისუფალით,“ - წერს ზაალ მიქელაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი