ჩიხელიძე:ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 07 თებერვალი 2026, 11:40

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია,  დაჯილდოვდნენ პირები და ნამუშევრები, რომლებიც არ ემსახურება არც ობიექტურობას, არც პროფესიულ ეთიკას და არც  „ევროპულ ფასეულობებს“, რომელთა სახელითაც ელჩი მუდმივად საუბრობს, - ამის შესახებ ექსპერტი, დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი მოქმედებს სისტემურად და არ წყვეტს  დესტრუქციულ მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ მის საშინაო საქმეებში ჩარევით.

“ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია,  დაჯილდოვდნენ პირები და ნამუშევრები, რომლებიც არ ემსახურება არც ობიექტურობას, არც პროფესიულ ეთიკას და არც  „ევროპულ ფასეულობებს“, რომელთა სახელითაც ელჩი მუდმივად საუბრობს.

პაველ ჰერჩინსკიმ ღიად უგულებელყო ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და რადიკალიზმის წახალისების გზა აირჩია, „საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს“ ნომინაციაში სასამართლო სხდომიდან გადაღებული მზია ამაღლობელის ფოტო და მისი ავტორი დაჯილდოვდა. ეს არ არის არც ნეიტრალური ჟურნალისტიკა და არც ღირებულებითი პოზიცია  ეს არის კონკრეტული რადიკალური ნარატივის მხარდაჭერა. დასავლეთში პოლიციელზე თავდამსხმელის გმირად ქცევა არ ხდება და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის თავად ელჩმაც.

ჰერჩინსკი სისტემატურად მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და არ წყვეტს დესტრუქციულ ჩარევას ქვეყნის შიდა პროცესებში. მის ხელში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ჯილდო გადაიქცა პოლიტიკური ქმედების ინსტრუმენტად და შერჩევითი „თავისუფლების“ დემონსტრირებად.

დაჯილდოებულთა შორის იყო „რადიო თავისუფლება“  მედია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა ფეისბუქზე უბრალო მონიშვნის გამო დამბლოკა. ასეთ ფონზე ელჩისგან მორალზე, თავისუფალ მედიასა და მაღალ სტანდარტებზე საუბარი არა მხოლოდ ირონიულია, არამედ ფარისევლურიც,”- წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი