დავით ქართველიშვილი: ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისია გამოაფხიზლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
133 09 თებერვალი 2026, 18:34

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ექსპერტის განცხადებით, დონალდ ტრამპის პოლიტიკამ ევროკომისიას აჩვენა, რომ დასავლური იდეოლოგიური მხარდაჭერა, რომელზეც წლების განმავლობაში იყვნენ დამოკიდებულნი, შესუსტდა.

„ამ ყველაფერს ევროპელები ხედავენ. განა აქამდე არ იცოდნენ? იცოდნენ. მაგრამ სანამ ბაიდენის ადმინისტრაციის მარიონეტები იყვნენ, წლების განმავლობაში ამას უბრალოდ არ იმჩნევდნენ“, - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ევროპაში უკვე ხედავენ როგორც საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გაძლიერებას, ისე ქვეყნის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში.

„დონალდ ტრამპის პოლიტიკამ და მიდგომამ ევროკომისია გამოაფხიზლა. მათ დაინახეს, რომ იმ „სიგიჟეების“ მიმართ მხარდაჭერა, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდნენ აშშ-ის თეთრი სახლიდან და სახელმწიფო დეპარტამენტიდან, აღარ ექნებათ. ისინი ხედავენ ყველაფერს, რაც დღეს ხდება - მათ შორის საქართველოსთან მიმართებით გადადგმულ პატარა, მაგრამ მკაფიო ნაბიჯებსაც.

ხედავენ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ძალიან წარმატებულ მონაწილეობას საერთაშორისო სამიტებში - კერძოდ, აბუ-დაბის სამიტს ვგულისხმობ, სადაც პირდაპირ ითქვა საქართველოს როლის გაძლიერებაზე. ხედავენ იმასაც, რომ ჩვენი მილსადენები - როგორც ბუნებრივი აირის, ისე ნავთობის მიმართულებით - სულ უფრო მზარდი დატვირთვით ემსახურება საერთაშორისო ბაზრებს, მათ შორის ევროკავშირს. ამის ნათელი მაგალითია ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც აზერბაიჯანული გაზის ავსტრიისა და გერმანიისთვის მიწოდებას გულისხმობს - ეს გაზი საქართველოს გავლით უნდა გავიდეს და არა „ჰაერით“.

ამ ყველაფერს ევროპელები ხედავენ. განა აქამდე არ იცოდნენ? იცოდნენ. მაგრამ სანამ ბაიდენის ადმინისტრაციის მარიონეტები იყვნენ, წლების განმავლობაში ამას უბრალოდ არ იმჩნევდნენ. ისინი იდეოლოგიაზე დაფუძნებული სიგიჟეებით გვიტევდნენ, შანტაჟის ენით გველაპარაკებოდნენ, სანქციებითა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით გვაშინებდნენ, დღეს კი გვეფერებიან.

ევროპელები დღეს ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რა დიდი როლი მიუძღვის საქართველოს საერთაშორისო პროექტებში, რომლითაც დღეს თითოეული ევროპელი საზრდოობს იმ ევროსაბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელიც თავად მრავალ კრიზისშია გახვეული“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი