დავით ჩიხელიძე: ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ არ ასახავს რეალურ სურათს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
173 10 თებერვალი 2026, 11:45

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ უფრო დასავლურ პოლიტიკურ ნარატივს ასახავს და არა რეალურ სურათს“.

ჩიხელიძის თქმით, ელჩის შეფასებები ემოციურ-პოლიტიკურ ტერმინოლოგიას ეფუძნება და არა მკაფიო, გაზომვად კრიტერიუმებს.

„ნატოში ესტონეთის ელჩის განცხადება საქართველოში „დემოკრატიის დაშლისა“ და „რუსული გავლენის გაძლიერების“ შესახებ უფრო დასავლურ პოლიტიკურ ნარატივს ასახავს, და არა რეალურ სურათს. ფაქტია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა არ ფიქსირდება. აღნიშნულს არაერთი საერთაშორისო კვლევა და ინდექსი ადასტურებს . ელჩის შეფასებები ემოციურ-პოლიტიკურ ტერმინოლოგიას ეფუძნება და არა მკაფიო, გაზომვად კრიტერიუმებს. რაც შეეხება „რუსული გავლენის გაძლიერებას“, ეს თეზა დასავლურ დისკურსში უკვე უნივერსალურ იარაღად იქცა, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან მათთვის სასურველ პოლიტიკურ სცენარს. რეალურად, საქართველოში არ გაზრდილა რუსეთის პოლიტიკური გავლენა: რუსეთი რჩება ოკუპანტ სახელმწიფოდ, ურთიერთობები გაყინულია, ხოლო ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციურად არის გამყარებული. ჩნდება ლეგიტიმური კითხვა რომელ საქართველოზე საუბრობს ელჩი? რეალურ ქვეყანაზე, რომელიც რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში სტაბილურობას ინარჩუნებს, თუ დასავლეთში ფორმირებულ პოლიტიკურ სურათზე, რომელიც ფაქტებზე მეტად ინტერპრეტაციებს ეყრდნობა. მსგავსი ტიპის განცხადებები არა სიმართლის ანალიზს, არამედ პოლიტიკურ ზეწოლას ემსახურება“, - წერს დავით ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი