ქართველიშვილი McDonald's-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებაზე: რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
146 10 თებერვალი 2026, 15:25

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთში McDonald's-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ექსპერტი წერს, რომ არა თემურ ჭყონიას ბრძოლა, ეს დღე ვერ დადგებოდა.

დავით ქართველიშვილი იმაზეც საუბრობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, McDonald's-მა 2024 წლის დეკემბერში მიმართა Роспатент-ს დარეგისტრირების შესახებ და ეს განაცხადი ამ ორგანიზაციამ მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა.

რომ არა თემურ ჭყონიას ოთხწლიანი თავდაუზოგავი ბრძოლა რუსეთის დაობლებულ ბაზარზე, ეს დღე ვერ შედგებოდა. წარსულს ჩაბარდა რუსეთის „Вкусно и точка“. დღეიდან ამ ბრენდს კვლავ ჩაანაცვლებს „Не вкусно - многоточие“, რაც ითარგმნება როგორც McDonald's-ი.

P.S.: მთავარი დამავიწყდა! ძალიან მნიშვნელოვანია! იმას, რომ რუსეთი ამ ომს ვერ წააგებს - McDonald's-ი მიხვდა ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, როდესაც Роспатент-ში დააბრუნა თავისი განაცხადი, რუსეთის ბაზარზე ხელმეორედ ბრენდად დარეგისტრირების თაობაზე. როგორც ჩანს, ამის შემდეგ თვით რუსეთს „ეპარებოდა ეჭვი“ საკუთარ გამარჯვებაში, ვინაიდან McDonald's-ის განაცხადი მხოლოდ 2026 წლის თებერვალში დააკმაყოფილა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი