ქართველიშვილი: სუს-ის დირექტორის, მამუკა მდინარაძის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ ფოტოსესიას, არამედ, სამუშაო შესვლას ამერიკულ ძალოვან კონტურში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
112 11 თებერვალი 2026, 13:20

ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი უფრო სამუშაო ფორმატს ჰგავდა, ვიდრე პროტოკოლურ შეხვედრას.

ქართველიშვილის თქმით, სწორედ ეს „უხილავი უსაფრთხოების ბიუროკრატია“ ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე ლამაზი ფოტო, ხელის პროტოკოლური ჩამორთმევით. მისივე თქმით, თუ ვიზიტი ასეთ დახურულ კონტურზე იყო აგებული, მისი შინაარსი არ არის ბანალური „ურთიერთობების გადატვირთვა“, არამედ, მკაცრი კონკრეტიკა

„მორიგი წინასაინსულტო ამბავი ჩვენი „ლეგიტიმური სექტის" მიმდევრებისთვისსუს-ს დირექტორის, მამუკა მდინარაძის 7–10 თებერვლის ვიზიტი აშშ-ში უფრო ჰგავს არა პროტოკოლურ ფოტოსესიას, არამედ სამუშაო შესვლას ამერიკულ ძალოვან კონტურში - იქ, სადაც გადაწყვეტილებები პრესრელიზების გარეშე მიიღება. ღია წყაროებში, ვიზიტის კონკრეტული "ტრაფიკი" არ იძებნება, თუმცა ამ ჩარჩოში ყველაზე სავარაუდო კომბინაციაა: კონტაქტები Federal Bureau of Investigation-თან (კონტრდაზვერვა/ანტიტერორისტული სამსახური), შესაძლოა დახურული სამუშაო არხები Central Intelligence Agency-თან და/ან United States Department of Homeland Security-ისთან. აქ, რაც ყველაზე მთავარია: აშშ–საქართველოს ურთიერთობაში სულ უფრო აშკარაა გადასვლა "ვიტრინული და ფასადური" დიპლომატიიდან - „ინჟინერულ“ ფორმატზე, ვინაიდან ორმხვრივი ამოცანები სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება: კიბერ და ტერორისტული საფრთხეები, დერეფნები, უსაფრთხოების რისკები, ტრანზიტი, კონტრდაზვერვა, სიგნალების ერთობლივი გადამოწმება და შესრულების მექანიზმები. საჯარო შეხვედრები ხშირად სწორი სიტყვების კომპრომისულ ნაკრებს ჰგავს, ხოლო დახურული შეხვედრები კი - კონკრეტული ქეისების, გვარების, ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლების, რისკების მატრიცისა და ორმხრივი ვალდებულებების სიას. სწორედ ეს „უხილავი უსაფრთხოების ბიუროკრატია“ ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე ლამაზი ფოტო - ხელის პროტოკოლური ჩამორთმევით. თუ ვიზიტი სწორედ ასეთ დახურულ კონტურზე იყო აგებული, მისი შინაარსი არ არის ბანალური „ურთიერთობების გადატვირთვა“ ან სიმბოლური ჟესტები, არამედ მკაცრი კონკრეტიკა: აშშ ინარჩუნებს საქართველოსთან პარტნიორობოს სამუშაო არხს იქ, სადაც მნიშვნელოვანია ხარისხი და არა ყურადღების მოქცევის დონე. ეს არის ფორმატი, სადაც ნაკლებად საუბრობენ ზოგად „დემოკრატიასა და სტაბილურობაზე" და უფრო მეტად - ხვალ დილით გასაკეთებელზე: რომელი საფრთხეა პრიორიტეტი, სად არის ინფრასტრუქტურის სისუსტეები, რომელი ქსელები ან ჯგუფებია დაკვირვების ქვეშ, რა წესებით ხდება ინფორმაციის გაცვლა, რა სჭირდება ქართულ მხარეს და რას სთავაზობს ამისთვის ამერიკული მხარე (მათ შორის ტექნოლოგიურად).“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი