ნიკოლოზ მეტრეველი: შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 11 თებერვალი 2026, 16:29

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ოპოზიციური მედიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მეტრეველი დიდ ბრიტანეთში არსებულ დემოკრატიულ გარემოზე საუბრისას მაგალითად მოჰყავს წარმოშობით პაკისტანელი შაჰიდ ბატი, რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის, ხოლო მიმდინარე დღეებში ის ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთისთვის, სადაც პატრიოტიზმი ექსტრემიზმად არის გამოცხადებული სწორედ ეს არის დემოკრატია.

„ოპოზიციური მედიები: ქართული ოცნების ჩინოვნიკებისთვის სანქციების დაწესების საკითხი ბრიტანეთის თემთა პალატაში განიხილება.

რადგან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით ასე შეშფოთდნენ ღირსეული თემთა პალატის წევრები, დარწმუნებული ვარ, მკითხველს აინტერესებს თუ როგორი დემოკრატიული გარემო სუფევს თავად დიდ ბრიტანეთში. აქედან გამომდინარე, ერთ ფრიად საინტერესო ამბავს მოგიყვებით:
შაჰიდ ბატი (წარმოშობით პაკისტანელი), რომელიც 1999 წელს იემენში გასამართლდა ტერორისტულ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობისთვის და გეგმავდა ქალაქ ადენში ბრიტანეთის საკონსულოს აფეთქებას, ამ დღეებში ბირმინგემის საქალაქო საბჭოში იყრის კენჭს.

მან ხუთი წელი გაატარა ციხეში, შემდეგ გაათავისუფლეს და პირდაპირ დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. დღეს, ბატი აღარ არის ტერორისტი, ის უკვე „მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტია“.
მავანი იკითხავს: როგორ მოხვდა ბრიტანელების სასტიკი მკვლელობის დაგეგმვის მსურველი ადამიანი საარჩევნო სიაში?

თანამედროვე ბრიტანეთისთვის სწორედ ეს არის დემოკრატია. ქვეყანა, სადაც პატრიოტიზმი ექსტრემისტულად არის გამოცხადებული და ეროვნული დროშები მიგრანტების (სხვათა შორის პაკისტანელების) სიამოვნებისთვის ჩამოშვებულია, სამწუხაროდ დიდი ხანია სხვა წესებით ცხოვრობს.

და ბოლოს: ბრიტანული მაგალითი ნათლად აჩვენებს მიგრანტების ფილტრაციისა და კონტროლის მიტოვების შედეგებს. როდესაც საზღვრები წაშლილია და წარსული უმნიშვნელოა, ტერორისტი ადვილად იქცევა პოლიტიკოსად. ეს გაფრთხილებაა არ არის მხოლოდ ევროპული დედაქალაქებისთვის, არამედ ჩვენთვისაც“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი