დავით ქართველიშვილი: ევრობიუროკრატები საქართველოს ვერ დასჯიან — ევროკავშირი ჩვენზე გამავალ დერეფანზეა დამოკიდებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 11 თებერვალი 2026, 22:59
პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვა არსებით გავლენას ვერ მოახდენს ვითარებაზე და გლობალურად საქართველოს დასჯა შეუძლებელია, რადგან ქვეყანა სასიცოცხლო ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.

"ყველაზე ოპტიმისტური გათვლაც კი ამბობს, რომ მოსაზრება, თითქოს ალტერნატიულმა გზამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა საქართველოს უკვე მოქმედი და აპრობირებული ნავთობისა და გაზის მაგისტრალები, რკინიგზა და პორტები ჩაანაცვლოს, პრაქტიკულად გამორიცხულია"- განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, ალტერნატიული მარშრუტების შესახებ საუბარი რეალურ საფუძველს მოკლებულია და საქართველოს ჩანაცვლება ამ ნაწილში პრაქტიკულად გამორიცხულია.

„დღეს ოპოზიციონრები რას ზეიმობენ? იმას, რომ 2024–25 წლებში რასაც ამბობდნენ, 2026 წელს მიაღწიეს და დიპლომატიური პასპორტებით ქვეყნებში გადაადგილება შეუზღუდეს საქართველოს მაღალჩინოსნებს? სამოქალაქო პასპორტით წავა ესა თუ ის ჩინოვნიკი ევროპაში და არსებითად არაფერი შეიცვლება. გლობალურად საქართველოს ვერ დასჯიან, რადგან მთელი ევროკავშირი ზის იმ ტოტზე, რომელიც ტოკიოდან ლისაბონამდე გადის საქართველოს გავლით — სასიცოცხლო მნიშვნელობის გაზის, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა საქონლის სახით.

სპეციალისტებს ჩაეკითხეთ: ყველაზე ოპტიმისტური გათვლაც კი ამბობს, რომ მოსაზრება, თითქოს ალტერნატიულმა გზამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლოა საქართველოს უკვე მოქმედი და აპრობირებული ნავთობისა და გაზის მაგისტრალები, რკინიგზა და პორტები ჩაანაცვლოს, პრაქტიკულად გამორიცხულია. მაქსიმუმ, შეიძლება პარალელური გზა შეიქმნას, რომელიც 7–10 წელიწადში ჩადგება მწყობრში — თუ საერთოდ ჩადგება. მაგრამ მანამდე რა უნდა ქნან? და რომც ამოქმედდეს ეს გზა, საქართველოს ჩანაცვლება გამორიცხულია,"- განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი