დავით ჩიხელიძე: როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდაპოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 12 თებერვალი 2026, 15:19

ლორა თორნტონამდე იყო მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია - წერს, ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, როდესაც უცხოელი აქტორები საჯაროდ აცხადებენ, რომ მზად არიან იპოვონ და გამოიყენონ მექანიზმები, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას გვერდს აუვლის, ეს პირდაპირ აჩენს კითხვას საქართველოს სუვერენიტეტისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ დამოკიდებულებაზე.

მისივე შეფასებით, თუ პარტნიორობა გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის იგნორირებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა თანასწორ ურთიერთობასთან, არამედ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთან.

„ლორა თორნტონამდე იყო მარტა კოსი, რომელიც ღიად საუბრობდა იმაზე, რომ ევროკავშირი ეძებს გზებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დასაფინანსებლად ისე, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუაროს. დღეს უკვე ლორა თორნტონმაც განაცხადა, რომ ასეთი გზები ნაპოვნია.
როდესაც უცხოელი აქტორები საჯაროდ აცხადებენ, რომ მზად არიან იპოვონ და გამოიყენონ მექანიზმები, რომლებიც სუვერენული სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას გვერდს აუვლის, ეს პირდაპირ აჩენს კითხვას საქართველოს სუვერენიტეტისა და სამართლებრივი წესრიგის მიმართ დამოკიდებულებაზე. თუ კანონი არსებობს, მისი უგულებელყოფა დემოკრატიის სახელით ვერ იქნება გამართლებული.
თორნტონის განცხადება შემდეგნაირად კვალიფიცირდება, დემოკრატიის სახელით, მზად ვართ უხეშად ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენი ინტერვენციით წავახალისოთ ქვეყანაში არსებული რადიკალური ძალები !
როდესაც ფინანსური რესურსი პირდაპირ ერთვება შიდა პოლიტიკურ პროცესებში და თან ამას ახლავს კანონის გვერდის ავლის დეკლარირებული მზადყოფნა, ეს არ არის ნეიტრალური მხარდაჭერა. ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური ჩარევა, რომელიც აძლიერებს პოლარიზაციას და ქმნის დამატებით დაძაბულობას.
პარალელურად კეთდება განცხადებები ქართველი ხალხისადმი მეგობრობაზე და მხარდაჭერაზე. მაგრამ თუ პარტნიორობა გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის იგნორირებას, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა თანასწორ ურთიერთობასთან, არამედ გავლენის შენარჩუნების მცდელობასთან“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი