საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა პირველად ხდება ხელმისაწვდომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
350 12 თებერვალი 2026, 17:46

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

შეთანხმების მიხედვით, სებ-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან. 2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.

„ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარი უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკებისთვის, ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი არხია. აღნიშნულ ბაზარზე წვდომა გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციასა და რისკების მართვის პროცესის ეფექტურობის ზრდას“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბაზრის ათვისების მიზნით, შემდგომი ნაბიჯები განხორციელდება ეტაპობრივად და დაეფუძნება ბაზრის ოპერაციული გარემოს, ანგარიშსწორების მექანიზმების, სამართლებრივი ჩარჩოსა და რისკების შეფასებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი