ეკა კუპატაძე: თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით, რომ სხვაზე ძალადობენ, დამიკავშირდით მესენჯერში, ან ნომერზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
136 12 თებერვალი 2026, 17:55

თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით, რომ სხვაზე ძალადობენ, დამიკავშირდით მესენჯერში, ან ნომერზე, - წერს სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

„თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, ან იცით, რომ სხვაზე ძალადობენ, დამიკავშირდით მესენჯერში, ან ნომერზე 593211132 (ეკა). გპირდებით დაგიცავთ ისე, როგორც ჩემს გიგას, ანონიმურობა იქნება გარანტირებული, არ შეგეშინდეს, შენი გამბედაობა დაიცავს სხვას, შენ დაგიცავ მე. დაიმახსოვრეთ, თქვენი შიში და სიჩუმე, მოძალადეს აძლიერებს.

მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე, უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა. გიგა ავალიანმა დაბადების წამიდან გარდაცვალების წამამდე, ყოველი წამი იცხოვრა უხინჯოდ.
სწორედ გიგას გავლილი ცხოვრებაა ჩემთვის ფარიც და მახვილიც. ამ ბრძოლაში, მე არ შევსულვარ მხოლოდ მაღალი ხმით და აწეული თითით. მე ამ ბრძოლაში ვარ ჩემი სტრატეგიული გეგმით. ზურგს მიმაგრებს უშიშარი ძმები, ჭკვიანი ადვოკატები და წრფელი საზოგადოება. მინდა იცნობდეთ ჩემს ადვოკატებს ზაზა ხატიაშვილი, თამარ ავალიანი, დარეჯან სულაშვილი.

ვხვდები, ხვდებით, რომ არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველა (განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა) თავისი დანაშაულის პროპორციულად არ დაისჯება. ბრაზი მახრჩობს, როგორ ითმენდა დიდი დიღომი ამ სისასტიკეს. მათმა სიჩუმემ მოკლა ჩემი შვილი, შენი სიჩუმე მოკლავს სხვას, ილაპარაკე. შემზარავ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, თუ რამხელა სიამოვნებას ღებულობენ მოძალადეები. მათი მშობლებისთვის კი, ეს უბრალოდ, „ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბია“. მათი მშობლებიც არიან საზოგადოებისთვის საშიშნი“, - წერს ეკა კუპატაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი