დავით ქართველიშვილი: თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 12 თებერვალი 2026, 18:33

თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან აშშ-ში, - აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „დღის ქრონიკაში“.

ქართველიშვილი სომხეთში ჯეი დი ვენსის ვიზიტს გამოეხმაურა.

„როგორ უნდა მიხაროდეს ის 9-მილიარდიანი ინვესტიცია სომხეთის ატომურ ენერგეტიკაში, საიდანაც 5 მილიარდი სომხეთს აქვს გადასახდელი ამერიკისთვის შესაბამისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შესაძენად?! უდიდეს ნაწილს ისევ მოსკოვიდან შეისყიდიან. შემდგომი ბოლო 4 მილიარდი განაწილებულია წლების განნმავლობაში და ისევ სომხებს აქვთ გადასახდელი ამერიკისთვის. ამას ვეძახი ამერიკულ დახმარებას, რომელიც სჯობს, რომ არ გქონდეს. თუნდაც ის პროტოკოლური ხასიათის ღონისძიება, გენოციდის მემორიალთან მისვლა, რომელიც მომენტალურად გააქრო დი ვენსმა თავისი „ტვიტერიდან“ და ფაქტობრივად ესეც კი ფარსად გადააქცია. შეიძლება მეზობელ ქვეყანაში მსგავსი ვიზიტი რამე პოზიტიური კუთხით დავახასიათო, ან ვინატრო, რომ მსგავსი სულისკვეთებით რატომ არ ეწვია დივენსი თბილისს?! თბილისთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები აქვს დღეს აშშ-ს, რაც დაკავშირებულია როგორც შეხვედრებთან როგორც სამუშაო ისე არაოფიციალურ ჭრილში, ისე სპეცსამსახურების შეფის და უფროსის ძალიან წარმატებულ ვიზიტთან აშშ-ში“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი