ნიკა ეგაძემ ზამთრის ოლიმპიადაზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 14 თებერვალი 2026, 00:59

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცები ერთეულებში მედლებისთვის იბრძვიან.

დღეს ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ნიკა ეგაძემ თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა. მსაჯებმა კი 175.16 ქულა დაუწერეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოციგურავე მოკლე პროგრამის შემდეგ 85.11 ქულით მე-15 ადგილზე იყო.

საბოლოოდ რომელ ადგილზე დაასრულებს ოლიმპიადას ნიკა ეგაძე, დღევანდელი შეჯიბრების დასრულებისთანავე შევიტყობთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი