ლევან მაჭავარიანი: ვუფრთხილდებით რადიკალების ჯანმრთელობას, რომ არ ინერვიულონ, ძალიან არ მოეწონებათ დეტალური ინფორმაცია მამუკა მდინარაძის ვიზიტთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 14 თებერვალი 2026, 12:45

რადიკალები ავრცელებენ რაღაც ჭორაობას. სურთ, რომ ისევ ქაოსი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში. მეორე მხრივ, გვეკითხებიან, თუ ვისთან იყო შეხვედრა და როგორ ჩაიარა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

„ჩვენ შემოვიფარგლებით იმ ინფორმაციით, რომელიც გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. დეტალური ინფორმაციის გავრცელება ისედაც არ იქნება სასიამოვნო ამ რადიკალებისთვის - ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ არ ინერვიულონ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან არ მოეწონებათ დეტალური ინფორმაცია ბატონი მამუკა მდინარაძის ვიზიტთან, მის შეხვედრებთან დაკავშირებით არც ამ რადიკალებს და არც მათ გარე პატრონებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვის შეხვდა სუს-ის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა - საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა. ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა.

სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი