ვისი უსაფრთხოება უზრუნველყო NATO-მ, რა უსაფრთხოების გარანტიაა დღეს NATO?! - პირიქით, NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 16 თებერვალი 2026, 23:13

ვისი უსაფრთხოება უზრუნველყო NATO-მ, რა უსაფრთხოების გარანტიაა დღეს NATO?! - პირიქით, NATO უდრის ომს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო"-ს აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ​„რუსთავი 2“-ის ეთერში.

„უკრაინა არის ამის ნათელი მაგალითი. NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა იბრძვის დღეს რუსეთის წინააღმდეგ, NATO-სკენ ამ ეფემერულ მისწრაფებაში უკრაინამ დაკარგა მილიონზე მეტი ადამიანი, ათეულობით მილიონი ადამიანი გახდა იძულებით გადაადგილებული დევნილი, თავიდან ბოლომდე ჩამოიქცა ქვეყნის ეკონომია, სახელმწიფოებრიობას კარგავს და უბრუნდება იმ წერტილს, რა წერტილშიც შეეძლო ამხელა მსხვერპლის გარეშე ყოფილიყო 2022 წელს. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ მსხვერპლის ხარჯზე მივიდეთ ნეიტრალიტეტამდე, არამედ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები იყოს ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან," - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი