ზაალ ანჯაფარიძე: მოსახლეობამ უკეთ გაიგო, რა მოთხოვნებს უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანება და რამდენად პასუხობს საქართველო ამ მოთხოვნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 17 თებერვალი 2026, 08:54

რატომ უნდა გაიმართოს დებატები საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ? ე.წ „მედასავლეთეების“ სინამდვილეში მედროვეების, პასუხია, რომ ეს ქართველი ხალხის „ცივილიზაციური არჩევანია“ კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებული, და შესაბამისად განხილვას და მითუმეტეს დებატებს არ ექვემდებარება. ცდილობენ პროპაგანდისტული კლიშეებით გონება დაუბინდონ საზოგადოებას, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება, ამ ეტაპზე, არ არის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის შეგნებული არჩევანი, შეგნებული სურვილი და დაკვეთა.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე ჩვენი მოსახლეობის "ევროინტეგრაციულ განწყობებს" განაპირობებს ძირითადად მომხმარებლურ-მერკანტილური მოტივი და არა ღირებულებების ერთობა.

„რატომ უნდა გაიმართოს დებატები საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ? ე.წ. „მედასავლეთეების“ სინამდვილეში მედროვეების, პასუხია, რომ ეს ქართველი ხალხის „ცივილიზაციური არჩევანია“ (ეს კიდევ საკითხავია) კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებული, და შესაბამისად განხილვას და მითუმეტეს დებატებს არ ექვემდებარება. ცდილობენ პროპაგანდისტული კლიშეებით გონება დაუბინდონ საზოგადოებას.

მე შევეცდები დაგანახოთ, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ არის ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის შეგნებული არჩევანი, შეგნებული სურვილი და დაკვეთა. როგორც ანალიტიკოსი, ვისაუბრებ მხოლოდ ფაქტოლოგიით. მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს: კავკასიის კვლევითი და რესურს ცენტრის (CRRC) ჩაღრმავებული კვლევის „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში 2009-2015 წწ“ შედეგებს. დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ ბმულზე.

რა სურათს ვხედავთ, ირკვევა რომ მოსახლეობის ცოდნის დონე ჯერ კიდევ ძალიან დაბალია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმებები და ა. შ.
რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობაში კვლავინდებურად მინიმალურია ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების ან თუნდაც მოგზაურობის უშუალო გამოცდილება. 2025 წელს იგივე CRRC კვლევით, აღმოჩნდა რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 20-22% სარგებლობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. თუმცა, მივყვეთ კვლევას... 2013 წლის შემდეგ 78%-დან 62%-მდე შემცირდა ევროინტეგრაციის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.... რატომ?!

მოსახლეობამ უკეთ გაიგო, თუ რა მოთხოვნებს უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანება და რამდენად პასუხობს საქართველო ამ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია ევროინტეგრაციის პერსპექტივების ბევრად უფრო რეალისტური შეფასება. ეს კი გვაჩვენებს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მოსახლეობის "ევროინტეგრაციულ განწყობებს" განაპირობებს ძირითადად მომხმარებლურ-მერკანტილური მოტივი და არა ღირებულებების ერთობა.

კვლევის მიხედვით, იმის გამო რომ მოსახლეობა საკმარისად არ არის ინფორმირებული ევროკავშირის მოთხოვნების შესახებ, საზოგადოებაში გაძლიერდა შიში, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს. მე პირადად, და ვიტყვი არა მარტო მე, ვფიქრობ რომ მას შემდეგ რაც ევროკავშირმა მიიღო LGBT და ტრანსგენდერების მხარდამჭერი რეგულაციები, რთული წარმოსადგენია რომ ქართველების, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დამოკიდებულება ევროინტეგრაციის მიმართ იყოს დადებითი

და ბოლოს, კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 56% კი აცხადებს (დიდი ალბათობით ემოციურად), რომ ეთანხმება ზურაბ ჟვანიას ცნობილ განცხადებას - „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“, მაგრამ "ევროპელობა მაინც არ წარმოადგენს მოსახლეობის თვითიდენტიფიკაციის არათუ ძირითად, არამედ თუნდაც რამდენადმე მნიშვნელოვან ელემენტს".
კვლევის თანახმად, 2015 წელს ერთ პროცენტსაც კი არ შეადგენდა მოსახლეობის წილი, რომელმაც შესაბამის კითხვაზე უპასუხა, რომ მხოლოდ ევროპელად თვლის თავს. უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობა თავს მიიჩნევს საკუთარი ეროვნების წარმომადგენლად.

ვფიქრობ ამ მცირე ექსკურსით მაინც ხელი შევუწყვე იმას, რომ ამ საკითხზე დებატები გაიმართოს. ბოლოსდაბოლოს, არც კონსტიტუცია არის რაღაც სამუდამოდ ჩაბეტონებული დოკუმენტი. ისიც შეიძლება, და ჩემი აზრით, აუცილებელია რომ შეიცვალოს, თუკი გარემოებები ამას გვკარნახობს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი