თამარ ჩიბურდანიძე: მაიკ ბენცის განცხადებებით დადასტურდა, რომ საქართველოში რადიკალური პროცესები გარედან ფინანსდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 17 თებერვალი 2026, 17:57

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მაიკ ბენცის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ის, რასაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში ამტკიცებდა უცხოურ დაფინანსებასა და ჩარევაზე, დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დასტურდება.

„დღეს ქართველმა საზოგადოებამ, მათ შორის ემიგრანტებმა, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ბევრი კითხვა ჰქონდათ და შესაძლოა სჯეროდათ, რომ ჩვენ დასავლეთსა და ჩვენს არჩეულ ღირებულებებს დავუპირისპირდით, დაინახეს ერთი ჭეშმარიტება — ჩვენ მართლები ვიყავით,“ — განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ მაიკ ბენცის მიერ გასაჯაროებულმა ინფორმაციამ დაადასტურა, საქართველოში მიმდინარე პროცესების უცხოური დაფინანსება და მართვა.

„ვაკვირდები ოპოზიციის კომენტარებს და ჯერჯერობით განსაკუთრებულად რადიკალური არაფერი უთქვამთ, თუ უმნიშვნელო განცხადებებს არ ჩავთვლით. როგორც ჩანს, რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით — რომ პროცესები უცხოეთიდან ფინანსდებოდა და შიდა პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა — დღეს უკვე დასაბუთდა. მაიკ ბენცმა დეტალურად აღწერა, როგორ ხდებოდა ამ პროცესების დაფინანსება და კოორდინაცია.

სამი-ოთხი წლის წინ, როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობდით და რევოლუციური სცენარების თავიდან აცილებას ვცდილობდით, ვაკრიტიკებდით ბაიდენის ადმინისტრაციას და ვაცხადებდით, რომ თბილისში მზადდებოდა არეულობა. ვამბობდით, რომ გარედან ხდებოდა ახალგაზრდებისა და ოპოზიციის მხარდაჭერა და პროცესების ესკალაცია.

ბენცმა დაასახელა კონკრეტული ორგანიზაციები, რომელთა მეშვეობითაც მილიონობით დოლარი შემოდიოდა საქართველოში არეულობისთვის. მოგვიანებით ეს ორგანიზაციები ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა, რადგან გაირკვა, რომ ისინი არც საქართველოს და არც ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს არ ემსახურებოდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაშიც აღნიშნულია, რომ მსგავსი სტრუქტურები სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკის პოლიტიკას არასწორად ახორციელებდნენ და ადგილობრივ საზოგადოებებს ამერიკასთან აპირისპირებდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე, საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენი შეფასებები რეალობას შეესაბამებოდა. დღეს უკვე ამერიკის მხრიდანაც ისმის ის, რასაც ჩვენ წლებია ვამბობთ,“ — განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი