გია აბაშიძე: ლევან დავითაშვილის მიერ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან ერთგვარი სპეკულაციური ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებზე მექანიკური შეცდომებია?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 17 თებერვალი 2026, 22:01

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, სუს - ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა და თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოკითხული პირის თანხმობით გამოკითხვის ოქმი გასაჯაროვდება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დაუშვებელია მგრძნობიარე თემებზე ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან გაუაზრებელი საჯარო საუბარი.
მისი შეფასებით, პასუხისმგებლიანობა და ღირსეულობაა უწინარესი და არა „ნაცექსპერტის“ სტილში ლაპარაკი.

„ექს-ჩინოსნის, ლევან დავითაშვილის მიერ სუს-ში გამოკითხვის შემდეგ, მედიასთან ერთგვარი სპეკულაციური ინტერვიუ საერთაშორისო საკითხებზე მექანიკური შეცდომებია? მანიპულაციით თავად გამოკითხული დაზიანდება.

დაუშვებელია მგრძნობიარე თემებზე ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან გაუაზრებელი საჯარო საუბარი. პასუხისმგებლიანობა და ღირსეულობაა უწინარესი და არა „ნაცექსპერტის“ სტილში ლაპარაკი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან დავითაშვილის დაკითხვის შემდგომი ინტერვიუს უზუსტობები განმარტა:

„სუს-ის დატოვების შემდეგ ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა:

1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.

2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი!

თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი