ჩიხელიძე გვარამიას ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტზე: თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 21 თებერვალი 2026, 00:32

ბატონო ნიკოლოზ, გახსოვთ 2006 წლის შემოდგომა, როდესაც პარლამენტი ექსტრემიზმის შესახებ კანონპროექტის მიღებას გეგმავდა? დარწმუნებული ვარ, გახსოვთ, თუმცა თქვენი დღევანდელი პოზიციის გათვალისწინებით საჭიროდ მივიჩნევ შეგახსენოთ რას მოიცავდა 2006 წელს დაანონსებული კანონპროექტი, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, რითაც ნიკა გვარამიას მიმართავს.

ჩიხელიძე იხსენებს, რომ 2006 წლის ზემოხსენებული კანონპროექტი გულისხმობდა იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ტელეფონზე თუ ღიად ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებდა, შესაძლოა, ციხეში აღმოჩენილიყო, ხოლო თავად გვარამია, რომელიც მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი იყო, აცხადებდა, რომ „აღნიშნული კანონი შეიძლება შეეხოს ყველა იმ ტიპის განცხადებას, რომელიც მიმართული იქნება ლეგიტიმური პროცესების, სახელმწიფოებრივი ინტერესების, სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ”.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, გვარამია ამ ინიციატივას იმ არგუმენტით ამართლებდა, რომ მსგავსი რეგულაციები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებობდა, ხოლო დღეს მმართველი გუნდის დაახლოებით ამავე ტიპის ინიციატივას “რუსულს”უწოდებს და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებს.

ჩიხელიძე გვარამიას მოუწოდებს, გაიხსენოს წარსული და არ გაბედოს არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა.

„იმ პერიოდში თქვენი ინიციატივა გულისხმობდა, რომ სისხლის სამართლის წესით დაისჯებოდა ნებისმიერი პირი, რომელიც საჯაროდ ან თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციისას ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებს გააკეთებდა. პრაქტიკულად, ეს ნიშნავდა, რომ ხელისუფლების კრიტიკა შეიძლებოდა თავისუფლების აღკვეთით დასრულებულიყო.

უფრო მეტიც, მაშინ თქვენ ამ ინიციატივას ამართლებდით იმ არგუმენტით, რომ მსგავსი რეგულაციები არსებობდა ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში; აცხადებდით, რომ ეს იყო დასავლური დემოკრატიების საუკეთესო პრაქტიკა და რომ საქართველო სწორედ ამ სტანდარტს იზიარებდა.

დღეს კი, როდესაც მმართველ გუნდს აქვს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს, თქვენ ამავე ტიპის რეგულაციებს „რუსულს“ უწოდებთ და დემოკრატიულ სტანდარტებთან შეუსაბამოდ აცხადებთ.

როგორ უნდა გავიგოთ ეს ფერისცვალება?
თუ 2006 წელს მსგავსი მიდგომა დასავლური და თანამედროვე სამართლებრივი ჩარჩოს ნაწილი იყო, რა შეიცვალა დღეს? სამართლებრივი ფილოსოფია, საერთაშორისო პრაქტიკა თუ უბრალოდ პოლიტიკური პოზიცია?

თქვენი პოზიციაა რომ მთავარი აღქმებია და არა ფაქტები, მაგრამ ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ თქვენ აღნიშნული კანონმდებლობის უპირველესი დამცველი იყავით. დღეს არავინ ზღუდავს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას და ხელისუფლების კრიტიკას, თქვენი საკანონმდებლო ინიციატივისგან განსხვავებით, როდესაც ხელისუფლების აუგად მოხსენიებასაც კი კრძალავდა.

ბატონო ნიკოლოზ, შეეშვით მეხსიერების შერჩევით მუშაობას, გაიხსენეთ წარსული და არ გაბედოთ არსებული კანონპროექტის რუსულად მონათვლა!“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი