დავით ქართველიშვილი: ტრამპმა შეიძლება შეცვალოს რიტორიკა და წამოიწყოს კონფლიქტები, მაგრამ სისტემის ძირითადი სტრუქტურული ელემენტები დაცულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 21 თებერვალი 2026, 13:55
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც დონალდ ტრამპმა შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა „ჩემი აზრით, სასამართლო მოექცა უცხოური ინტერესების გავლენის ქვეშ.“ 

მისი თქმით,  სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ უზენაესი სასამართლო არ არის პრეზიდენტის ინსტრუმენტი და ის  განსაზღვრავს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პოლიტიკური ცვლილება. 

„თუ აშშ-ს უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებს შევხედავთ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპის გამოცხადებული ბრძოლის პრიზმაში, სურათი საკმაოდ მკაცრად ყალიბდება. სასამართლო, რომელიც ფორმალურად კონსერვატიული უმრავლესობითაა დაკომპლექტებული, ერთის მხრივ ძალაში ტოვებს ერთსქესიან ქორწინებათა სამართლებრივ ჩარჩოს, ხოლო მეორეს მხრივ ზღუდავს ტრამპის ეკონომიკური ნაციონალიზმის მთავარ ინსტრუმენტს - ტარიფების პოლიტიკას. ეს იმდენად არა სასამართლოს დამოუკიდებლობას წააგავს, რამდენადაც უფრო იმ „წითელი ხაზების“ შესახებ მოგვანიშნებს, რომლის გადაკვეთა სისტემისთვის დაუშვებელია.

ამ ლოგიკაში სოციალური კორექტირებები შეიძლება ნაწილობრივ დაიშვას - აბორტის საკითხზე ცვლილებები, საზღვრის გამკაცრება, სუვერენიტეტის რიტორიკა და ა.შ. მაგრამ როგორც კი საქმე ეხება ცივი ომის შემდგომი პერიოდის არქიტექტურის ორ ფუნდამენტურ სვეტს - გლობალურ სავაჭრო წესრიგსა და დამკვიდრებულ კულტურულ კონსენსუსს, მომენტალურად ირთვება სისტემური დამცავი მექანიზმები. ტრამპის ტარიფები პირდაპირ ურტყამდა ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, ფინანსურ ბაზრებსა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვებს. მათი გაუქმება ამ ინტერპრეტაციაში აღიქმება არა კონსტიტუციის დაცვად, არამედ გლობალური კაპიტალის ინტერესების, ანუ იმავე „დიფ სთეითის“ დაცვად, რომელსაც „ებრძვის“ ტრამპი.

ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციის შენარჩუნება ამ ვერსიაში განიხილება, როგორც სოციალური სტანდარტის შენარჩუნება, რომელიც უკვე დასავლური იდეოლოგიური კონსენსუსის ნაწილად იქცა. როდესაც ბრიუსელი იღწვის ევროპულ კონტინენტზე მრავალფეროვნებისა და მულტიიდენტობის ჩამოშლისათვის, „ნეო-საბჭოთა“ ევროპელის ჩამოყალიბების გზაზე: ამ მიზნით მას უჭირს პორტუგალიელის და ესტონელის ერთ ფორმულაში მოქცევა. ამ მისიის უნივერსალურ ინსტრუმენტად შემოღებულია ლგბტ დღის წესრიგი და მისი „ფლაგმანი“, ერთსქესიანთა ქორწინება, რომლის გარშემო პირობით პორტუგალიელსა და ესტონელს შორის არსებული ისტორიული თუ ტრადიციული განსხვავებები, უბრალოდ ქრება.

ამიტომაც, ისევ და ისევ „დიფ სთეითის“ ზეწოლის გამო. კონსერვატიული შემადგენლობის მიუხედავად, სასამართლო არ მიდის ამ ახალი „კულტურული ჩარჩოს“ რადიკალურ დემონტაჟზე, რადგან ეს დაარტყამდა როგორც შიდა სტაბილურობას, მართვად ევრობიუროკრატიას და ასევე აშშ-ს გარე იმიჯს დასავლური სამყაროს იდეოლოგიური ცენტრის პოზიციაზე. ასე რომ, ტრამპი შეიძლება აირჩიონ, მან შეიძლება შეცვალოს რიტორიკა და წამოიწყოს კონფლიქტები, მაგრამ სისტემის ძირითადი სტრუქტურული ელემენტები - ფინანსურ-ეკონომიკური არქიტექტურა და სოციალური კარკასი ინსტიტუციურად დაცულია. უზენაესი სასამართლო ამ სცენარში არ არის პრეზიდენტის ინსტრუმენტი, არამედ ღრმა ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პოლიტიკური ცვლილება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი