გიორგი გამსახურდია: დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი - ბიძინა ივანიშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 21 თებერვალი 2026, 19:43
დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქვეყანა ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს. 

გამსახურდიას განცხადებით,  ზვიად გამსახურდიას  არ გააჩნდა არანაირი საშუალება, შესაბამისად, პუტჩისტებმა და ედუარდ შევარდნაძემ ჩამოშალეს  მისი ხელისუფლება და გაანადგურეს ქართული სახელმწიფოებრიობა. 

„პუტჩისტების და მათი შთამომავალი ნაცების ნარატივი იყო შემდეგი და არის, ზვიადი ეროვნული კაცი იყო, მაგრამ პოლიტიკოსი არა. მერე ყავდათ სულმიყიდულები ედიკა და მიშა, რომლებიც დაუწვნენ ყველას და სახელმწიფოებრიობა გაანადგურეს, რა თქმა უნდა გარე დამკვეთების დავალებით.
 
დღეს ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და ეროვნული მთავარი კარგი კაცი, ზოგიერთებს ყურში ცუდად ხვდებათ, მაგრამ ეს კაცია ბიძინა ივანიშვილი. ედიკას და მიშას საშინელებათა ფილმიდან, ამ ადამიანმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა, ქვეყანა ძლიერ და სუვერენულ ქვეყნად აქცია, რომელსაც როგორც ედიკას და მიშას დროს, ზევიდან ვეღარავინ ვერ ელაპარაკება (უახლეს ისტორიაში პირველად).

ზვიადის ხელისუფლებას, უბრალოდ არანაირი საშუალება არ გააჩნდა და ამ გარეწრებმა ჩამოშალეს, თორემ პოლიტიკაც კარგად ესმოდა და ეროვნულობა კიდევ არ აკლდა. ამიტომ გარეწრებო, აი ესაა, როცა მონა არა ხარ და ცალ ფეხზე არ დგახარ და შენი ქვეყანა გიყვარს ყველაფერი გამოგდის, სხვნაირად ხართ აი ესეთი მონები და იქნებით კიდევაც სულ,“- წერს გიორგი  გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი