საქართველოს ნაკრები პიზის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 22 თებერვალი 2026, 17:57

საქართველოს პარამოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში პიზის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა ტაილანდის ნაკრები ანგარიშით 30:19 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წევრები ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი არიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი