გიორგი გამსახურდია: სწორს იძახის ირაკლი კობახიძე, რომ 2008 წელი, რუსების წინასწარ განზრახული, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით შეუწყო ხელი სააკაშვილმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 23 თებერვალი 2026, 21:13

დათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით, - წერს გიორგი გამსახურდია ოპოზიციის შესახებ.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრი სწორია, როცა ამბობს, რომ 2008 წლის ომი, რუსეთის მიერ წინასწარ იყო განზრახული, რასაც, მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, მიხეილ სააკაშვილმა შეუწყო ხელი.

დათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ ფბ-ზე ირაკლი კობახიძის კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს და არიან ბედნიერები ამით. დიახ, სწორს იძახის ირაკლი როდესაც ამბობს, რომ 2008 წელი რუსების წინასწარ განზრახული საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო და ამას თავისი მოღალატეობრივი სიბეცით და უგუნურობით, შეუწყო ხელი სააკაშვილმა. დიახ, აფრთხილებდნენ აშშ-ის მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც ამ მანიაკს მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ მისმა მანიაკალურმა ჟინმა მაინც თავისი ქნა. დიახაც ანწუხელიძე და სხვა გმირები, გმირები არიან, ხოლო სააკაშვილი და მისი ამფსონები გარეწრები და დამნაშავეები. ომს და თან უთანასწოროს, მტერ სახელმწიფოსთან, გიგი უგულავას და შენ ხარჭებს რომ ამართინებ, თუნდაც მაგიტომ ხარ დასატოვებელი იქ, სადაც ზიხარ. რუსეთი კიდევ,თავისთავად მტერია და ოკუპანტია, ისევე როგორც ბალახი მწვანეა და ა.შ.. ატრიალეთ ახლა რამდენიც გინდათ ეგ ქარდები, მიშა რომ ავადმყოფი ავანტიურისტია, მაგას მაინც ვერ გაექცევით.” - წერს გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი