ქეთევან მიქიაშვილი: მაგდა მამუკაშვილი არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე გაიძვერა აქტივისტის სტატუსს. თავად ყველაფრიდან სუფთად გამოდის და ამათ აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 24 თებერვალი 2026, 09:49
არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი ოპოზიციის აქტივისტ მაგდა მამუკაშვილის ფეისბუქ სტატუსის ე.წ სქრინს აქვეყნებს, რომელიც  ნიკა გვარამიას “ტვ პირველში” სტუმრობას და მომდევნო არჩევნებისთვის მზადებაზე მის განცხადებას ეხება. მამუკაშვილი პოსტში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში ოპოზიცია ყველა არჩევნებს წააგებს და საინტერესოა, გვარამია როგორ არწმუნებს ხალხს, რომ გამარჯვება შესაძლებელია. 

მიქიაშვილი ამბობს, რომ თავად მამუკაშვილი ყველაფრიდან სუფთად გამოდის და სხვებს აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს. 

“მაგდა მამუკაშვილი არ თმობს ერთ-ერთი ყველაზე გაიძვერა აქტივისტის სტატუსს. გუშინ, გვარამიამ ტრაპაიძესთან ეთერში თქვა მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას ვიწყებთო  და მაგაზე წერს. თითქოს ხომ აქტიურია, ორგანიზატორობასაც ითავსებს, სოციალურ ქსელში 24/7-ზე პოსტავს, ოპოზიციის "კრიტიკოსობასაც" ცდილობს... ამ დროს პატიმრობას რომ თავი დავანებოთ, რაც მის შემთხვევაში არც მომხდარა -  ერთხელ დააჯარიმეს და ტირილი დაიწყო პირდაპირ ეთერში, ფული ამიგროვეთო, მეორედ, მანქანა დაუყადარეს და ისევ ტირილი დაიწყო - ბავშვები დამყავს სკოლაში და ფული ამიგროვეთო, გუშინ შუა გზაზე გაჩერებული მანქანის გამო ბენზინი რომ არ მიუცუნცულა ხალხმა მაგაზე ამუნათა ერი. ესენიც უგროვებენ ამ ფულს. თავად ყველაფრიდან სუფთად გამოდის და ამათ, ამ უტვინო ქვასროლიებს - აიძულებს ბოლომდე შეასკდნენ კედელს. ახლა რომ ვუფიქრდები შეიძლება მიზანმიმართულიც გამოდის”- წერს მიქიაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი