ზურაბ ქადაგიძე: ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. მეორედ, რადგან „იმედმა“ გაბედა და ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი და დანგრეული ქვეყანა აჩვენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
134 24 თებერვალი 2026, 14:26
„ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა,“ -  ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას. 

 როგორც ქადაგიძე წერს, გასაკვირია, როცა საქართველოს მორალს უკითხავს ქვეყანა, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლით უკრაინა ომისა და ნგრევისთვის გაიმეტა. 

„როცა ომის გამღვივებლები მორალს გვიკითხავენ! ბრიტანეთის მთავრობამ „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. მიზეზი მარტივია - მათ სიმართლის თქმა გაბედეს. 

ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და მაშინდელმა ევროპელმა ბიუროკრატებმა „გაუპრავეს“. დღეს - მეორედ, რადგან „იმედმა“ გაბედა და ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი და დანგრეული ქვეყანა აჩვენა.

ვინ გვიკითხავს მორალს? ქვეყანა, რომლის პრემიერმაც ხელი ჰკრა სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინა ომისთვის, ნგრევისთვის, სისხლისღვრისთვის გაწირა, დღეს ქართულ მედიას „დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს.

მათთვის „დეზინფორმაცია“ ის სიმართლეა, რომელიც მათ ომის პოლიტიკას ამხელს. 

P.S. ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა,“ -  წერს  ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი