ირაკლი კირცხალია „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 24 თებერვალი 2026, 15:38

დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებას.

მისი თქმით, სხვა ქვეყნის სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, დიდი ბრიტანეთის ხელისფლებას ურჩევნია საკუთარ პრობლემებს მიხედოს.

„დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მის ე.წ. დასაბუთებასთან ერთად იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია. აშკარაა, რომ ე.წ. ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სწორედ ამგვარი პროცესების შედეგია უკიდურესად დაბალი რეიტინგი, რომლითაც დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს.

სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია - დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი, რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ.

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი თამამად აცხადებს, რომ მის სახელმწიფოს დღეს „დიფ სთეითი“, ანუ ის ძალა აკონტროლებს, რომლის მიერ მართული ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. როგორც ჩანს, ბრიტანეთზე კონტროლის დამყარება „დიფ სთეითს“ 2007 წელს უკვე დაწყებული ჰქონდა, რადგან ყველას გვახსოვს, რომ იმ დროს ბრიტანელ ხელისუფალს „იმედის“ შესახებ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი, ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა.

ბრიტანელ ხალხს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს. უმძიმესი ტენდენციების მიუხედავად, ვიტოვებთ იმედს, რომ ბრიტანეთი დაიბრუნებს ძველ დიდებას და იმ დროს, როდესაც უდიდესი ისტორიის მქონე ამ სახელმწიფოში ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს, დემოკრატიულ ღირებულებებს და სიტყვის თავისუფლებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა“, - წერს ირაკლი კირცხალია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი