ლევან მაჭავარიანი: შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ბორის ჯონსონმა, ჩაშალა უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ომი დაწყებიდან სულ რაღაც 2 თვეში უნდა დასრულებულიყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 24 თებერვალი 2026, 17:18

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„რადგან კონკრეტული ტელევიზიები არ იტყუებიან, რომ მაგალითად:
- უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს ამარცხებს
- ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემს
- უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებენ
- უკრაინას დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიიღებენ
- უკრაინა კორუფციაში არ იხრჩობა
- უკრაინაში ქალაქები და სოფლები არ არის მიწასთან გასწორებული

ბრიტანეთმა ამ ტელევიზიების დასანქცირება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბატონმა ბორის ჯონსონმა, ჩაშალა უკრაინა-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ომი დაწყებიდან სულ რაღაც 2 თვეში უნდა დასრულებულიყო. მან მოატყუა უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს დაამარცხებდა და უკრაინას დაჩქარებული წესით ნატოში მიიღებდნენ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ ბრიტანული მაუწყებლობის, BBC-ის მიერ გავრცელდა ტყუილი, რომ თითქოს ჩვენი მოქალაქეები პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებით მოვწამლეთ და სწორედ ამ BBC-ის უჩივის ბატონი დონალდ ტრამპი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ასევე, ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც 2024 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქე კონსერვატიული შინაარსის ფეისბუქ პოსტებისთვის დაიჭირეს, აგრეთვე ბრიტანეთია ის სახელმწიფო, სადაც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთის მიყოლებით მეფის ძმა და ამერიკაში ყოფილი ელჩი, მმართველი პარტიის წევრი პოლიციამ დააკავა, ორივესთან პედოფილ ეფშტეინთან საეჭვო კავშირზეა შეკითხვები.

დღეს კი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში კვლავ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.

უკვე დროა, ცოტა კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, - წერს მაჭავარიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი