ირაკლი ხელაძე: დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე - პოლიტიკურად მოტივირებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 25 თებერვალი 2026, 13:46

დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, უსამართლო გადაწყვეტილებაა, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე, სოციალურ ქსელში.

ხელაძე გამოხატავს მხარდაჭერას ორივე ტელევიზიის მიმართ და აცხადებს, რომ არაფრისმომცემი სანქციებისა და რეზოლუციების მიუხედავად ბრძოლა გრძელდება.

„დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანია „იმედისა“ და „PosTV“-ის დასანქცირება პირდაპირი შეტევაა ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ მედიაზე, პოლიტიკურად მოტივირებული, ტენდენციური, უსამართლო გადაწყვეტილება. სანქციებზე გაცილებით დიდი ფასი აქვს ობიექტურობას. არაფრისმომცემი რეზოლუციებისა და სანქციების მიუხედავად, ბრძოლა გრძელდება!

ჩემი მხარდაჭერა ორივე ტელევიზიას დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამ ფრაგმენტული გადაწყვეტილების მიღმა ნათლად ხედავს მთლიან სურათს, რომლის მიზანიც ქართული სახელმწიფოს დასუსტებაა. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“- წერს ირაკლი ხელაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
გია აბაშიძე: ვინმე გიორგი კალატოზი ბინძური ნაცსექტის ერთ-ერთი სახეა; ლეიკემიან ბავშვებზე ვითომ ხუმრობს; ასეთებზე თამამად ითქმის - გახრწნილი, უჯიშო არსება
ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის სურვილი, მივბაძოთ მოლდოვის ხელისუფლებას, რომლისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რუმინეთთან გაერთიანებას აპირებს, აცდენილია სახელმწიფოებრივ იდეალებს
არქივი